ქალი და მამაკაცი "...თუ როგორი გულის სიღრმე გაქვთ". 2013, 17 აგვისტო, 10:24 გთავაზობთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ თუ როგორი ხართ გულის სირღმეში, ამისათვის კი კარგათ დააკვირდით მოცემულ სურათს და ამოირჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად იბყრობს თქვენს ყურადღებას, შემდეგ კი იხილეთ შედეგები. 1. "გახსნილი". თქვენ იმ ტიპის ადამიანი ხართ, რომელიც თავისუფლად უშვებს ადამიანს თავის ცხოვრებასა და გულში. არავის აჩვენებთ შიშსა და დაურწმუნებლობას. ცდილობთ ყველაფერი გაიღოთ ადამიანებისთვის, თუნდაც ეს დამძიმებული გულით გააკეთოთ, განტვირთვას ამაში პოულობთ და სხვების დახმარებით საკუთარ იარებს იშუშებთ. 2."შეგნებული". ამ ტიპის ადამიანი ყოველთვის ცდილობს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და სწორედ მოიქცეს. თვლის, რომ მის საქციელებს მნიშვნელობა აქვს სხვათა ცხოვრებაში. არ აჩვენებს ადამიანებს მღელვარებასა და განაწყენებას. ცდილობს იყოს უკეთესი - ეს ხომ ის მცირედია რაც შეუძლია ამ პლანეტაზე გააკეთოს. 3. "მტანჯველი". თქვენ ყველგან ცდილობთ თქვენი სამყაროს პოვნას, ყველგან სადაც კი ეს შესაძლებელია. ეძებთ თქვენს ადგილს ამ დახლართულ სამყაროში. ბევრი რამ გამოაირე და შეიძლება ითქვას, რომ დაცემის შემდეგ საკუთარი თავის წამოყენების უდაო ოსტატი ხართ. 4. "ფილოსოფიური". იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც ყველაფრის ღრმად გააზრება უყვართ. და ხანდახან ისე ღრმად იძირებით თქვენს ფიქრებში, რომ გიჭირთ უკან დაბრუნება. ცხოვრება თავსატეხად გეჩვენებათ და არ მოსივენებთ სანამ ყველაფერს ერთ მთლიანობაში არ მოაქცევთ. 5. "იდუმალი". საკუთარი ტავისთვისაც კი ზოგჯერ გამოცანა ხართ. წარმატება უნდა ვუსურვოთ მათ, ვინც თქვენს გაგებას ეცდება. წინააღმდეგობათა ნაკრები ხართ, რომელიც თავის ხასიათს არნახული სისწრაფით ცვლის. ლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რაშიც დარწმუნებული ხართ. 6. "მგრძნობიარე". იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ყველაფერს ამჩნევენ და არაფერი ავიწდებათ. ძალიან მგრძნობიარე ხართ და უმნიშვნელო რამესაც კი შეუძლია თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა. ადვილია თქვენი ცრემლებამდე და სიცილამდე მიყვანა. ბევრს არ უჩვენებთ რამდენად სათუთი ხართ. იმდენად შორსმჭვრეტელი ხართ, რომ შეგიძლიათ იწინსაწარმეტყველოთ კიდეც სავარაუდოდ თქვენი მომავალი. 7. "ცეცხლოვანი". მუდამ ენერგიული ან შეყვარებული, ან სულაც ეს ენერგია სიყვარულიდან გამომდინარე გაქვთ. ან გიყვართ, ან გძულთ, სწრაფად იღებთ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი ენერგია გაქვთ, მაგარამ ზოგჯერ ძალიან ნერვიული ხართ. ყველაფერი თქვენთვის ძალიან დიდი ფსონია, ხანდახან საკუთარ თავში დრამის შექმანც არ შეგიძლიათ. 8. "ექსცენტრიული". თქვენ ხართ ადამიანი ტიპაჟი, რომელსაც უჩვეული ინტერესები და შეხედულებები აქვს, ცოტა უცნაურობებიც კი გახასიათებთ. წესები არც თუ ისე გიყვართ. უმეტესად მოქმედებთ პრინციპით: "რასაც მინდა იმას ვაკეთებ და რაც მოხდება, მოხდეს"... უბრალოდ გეცინება მათზე, ვინც ცდილობს თქვენს შეცვლას. არ გიყვართ რუხი მასის ნაწილად ყოფნა. 9. "ინტუიციური". ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც კარგათ ესმის სამყარო და სხვა ადამიანების. ბევრს შეგიძლია მიხვდე ადამიანის სახის გამომეტყველებითა და ხმით. სამყაროს მხოლოდ იმას აჩვენებ, რისი ჩვენებაც გსურს. გრძნობ, როდესაც გატყუილებენ, მანიპულირებენ თქვენით. იცი როგორ მართო სხვა, თუ ეს საჭირო გახდა. (შედეგებს ველი კომენტარებში.) 290 17-ს მოსწონს 1-ს არა
|