ქალი და მამაკაცი "ლეგენდარული მერლინ მონრო". (Marilyn Monroe) 2013, 10 აგვისტო, 14:55 ![]() მერლინს 1 ივნისს 85 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ მის მოკლე ბიოგრაფიას, ცხოვრების საინტერესო ფაქტებსა და გამონათქვამებს. მერლინის სრული სახელია "ნორმა ჯინ მორტენსონი". იგი დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს ლოს ანჯელესში. მისი დაბადებისთანავე მამა გადაიხიზნა სან-ფრანცისკოში, ოჯახი მიატოვა, ამიტომ მერლინისათვის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უცნობი იყო მამის ვინაობა. დედა- გლედისი ბეიკერი კი სულ უფრო გაურკვევლობაში აგდებდა პატარა გოგოს თავისი ახალ-ახალი რომანებით. ![]() სიღარიბე დედა-შვილის მუდმივი თანამგზავრი იყო. გლედისი ერთ-ერთ სტუდიაში მონტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. სულ მუშაობდა, ამიტომ მერლინი უმეტეს დროს მეზობლებში ატარებდა. როდესაც გოგონა 7 წლის იყო, დედამისი ღრმა დეპრესიაში მყოფი მუქარის მიზნით დანით მივარდა მეგობარს, რის გამოც იგი სულიერად სნეულთა საავადმყოფოში მოათავსეს, სწორედ იქ, სადაც მერლინის ბებია გარადაიცვალა. მეზობლების ანაბარა 9 წლის გოგონა ბავშვთა სახლს მიაბარეს, სადაც 2 წელი დაჰყო, შემდეგ კი ოჯახიდან-ოჯახში გადადიოდა აღსაზრდელად. ![]() 16 წლის ასაკში მერლინი ცოლად გაჰყვა თვითმფრინავის ქარხნის მუშას ჯეიმს დოგერტის. მათ ქორწინებამ 4 წელს გასტანა. ყავისფერი თმა ქერად გადაიღება და ცხრა სხვადასხვა ტონალობის შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს. გამონაყრის შიშით კი სახეს დღეში თხუთმეტჯერ იბანდა. ![]() მერლინმა მალე დაიწყო მოდელობა და წარმოადგენდა საცურაო კოსტიუმებს. სამოდელო კარიერის დასაწყისში იღებდა მხოლოდ 5$-ს. მაგრამ მალევე მოექცა ხალხის თვალში და რამოდენიმე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტიც კი გააფორმა. 1947 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან ფილმებშიც დაიწყო მონაწილეობის მიღება, თუმცა არც სამოდელო კარიერა მიუტოვებია. ![]() ![]() მაშასადამე, მერლინი დაიღუპა სულ რაღაც 36 წლის ასაკში, მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არ ჩაბარებია. მის შესახებ 600-მდე წიგნიც კი დაიწერა. მერლინს საკუთარი რამოდენიმე გამონათქვამიც კი ჰქონდა. ესენია: ![]() "ძაღლები არასოდეს მკბენდნენ, მხოლოდ ადამიანები". "ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც კოცნისთვის ათას დოლარს გიხდიან, ხოლო სულისთვის ორმოცდაათ ცენტს". "თუ მე ვთამაშობ სულელი გოგონას როლს და კითხვებსაც სულელურს ვსვავ, ეს გამართლებულია; აბა რა უნდა ვაკეთო, ინტელიგენტივით მოვიქცე?!" ![]() მისი გარდაცვალების 4 ვერსიაა ცნობილი: 1. "კენედების შეკვეთილი მკვლელობა". 1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა, (რადგან გონება მახვილობით არ გამოირჩეოდა, იყო გულმავიწყი). ჯონი მასთან საუბრებში პოლიტიკის საკითხებს განიხილავდა და რაღა თქმა უნდა ეს საუბრები საზოგადოებისთვის განკუთვნილი არ იყო. ![]() 2. "მაფიის მოწყობილი სიკვდილი". ![]() 3. "უბედური შემთხვევა-ნარკოტიკების ჭარბი დოზა". ![]() 4. "თვითმკვლელობა". მერლინი თაყვანისმცემლებისა და კარიერის მიუხედავად დეპრესიული იყო. მისი შიში დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ ყოფილა. (გენებმა თავისი გაიტანა) თავის მოკვლა ცხოვრებაში 2 ჯერ სცადა, ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ კი აბები მიიღო. ასეთი ფსიქიკის ფონზე კი არც თვითმკვლელობაა არარეალური. "ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა"... იხილეთ დამატებით ფოტოები მისი დატანჯული ცხოვრების ლამაზი წუთებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 746 15-ს მოსწონს
|