სხვა ულამაზესი საქართველოს ღირშესანიშნაობები 2013, 7 ივლისი, 9:09 ![]() საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი ფართობი მხოლოდ 69, 700 კვ/კმ-ია. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა: როგორებიცაა კაცხი, რაბათი, ბათუმი და სხვ. რომ დავიწყოთ საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა დამეთანხმებით ერთი პოსტი კიარა ოციც კი არ გვეყოფა. ამიტომაც მე შევეცდები ჩამოვთვალო ისეთები რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და ძალიან ლამაზი. კაცხის სვეტი. ![]() რაბათი. ![]() რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს. ვარძია. ![]() ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. სვანეთი. ![]() ![]() ბათუმი. ![]() თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. ![]() გონიოს ციხე. ![]() ქვაცანცალა. ![]() ქვაცანცალა — მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში „ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს. ბაგრატის ტაძარი. ![]() 994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს. 7668 2-ს მოსწონს |
ბაგრატის ტაძარიც ამ ფორმით საკამათოა :(
ქვაცანცალა არ ვიცოდი, კარგია რომ გავიგე, თან სახელიც მომწონს:)
კარგი სტატიაა, ყველაფერს მართლა ვერ დაიტევს პოსტი.