x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ათი საუკეთესო მიზეზი,თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი
imageარ ინერვიულოთ, ჩვენ არ გაშინებთ.ჩვენ არც რაიმეზე მიგითითებთ, უბრალოდ წარმოგიდგენთ რეალურ და მძიმე ფაქტებს, რომლებმაც შეიძლება “სტაჟიანი მწეველებიც" კი სწორ გზაზე დააყენოს.ამისათვის მოუკიდეთ სიგარეტს, კომფორტულად მოეწყეთ თქვენს კომპიუტერთან და მშვიდად შეუდექით სტატიის კითხვას.სულ ცოტა ხანში თქვენ შეიძლება ისე აგაღელვოთ მიღებულმა ინფორმაციამ, რომ ეს აღმოჩნდეს ბოლო სიგარეტის ღერი თქვენს ცხოვრებაში.

მაშ ასე:


1.დავიწყოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანით - ფულით.ბევრი ადამიანი ჩივის, რომ მას არ აქვს ფული, ან არასაკმარისი აქვს ის.მწეველებმა უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს:ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, იგი დაახლოებით 2ლარს ხარჯავს ამაში.წელიწადში ეს გამოდის 800 ლარამდე (არ დაგავიწყდეთ, რომ სიგარეტის მოსაკიდებლად სანთებელა ან ასანთიც გჭირდებათ).წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა გიწევთ ამ თანხის საშოვნელად და რამდენ სასიკეთო საქმეში შეიძლება გამოიყენოთ ის.


2.მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ნამდვილი გმირები იყვნენ საწოლში, დროთა განმავლობაში სექსში არასასურველი პარტნიორები ხდებიან ქალებისათვის.მამაკაცებო, ხომ არ არის ეს სიგარეტის ბრალი?ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.



3.imageძვირფასო ქალბატონებო, ნაადრევად გიხარიათ წინა მიზეზიდან გამომდინარე, სიგარეტი მხოლოდ მამაკაცებზე არ მოქმედებს უარყოფითად.თუ თქვენ ბეჯითად აგრძელებთ სიგარეტის წევას, სავარაუდოდ, მალე გახდებით საშინელი შესახედაობის:ყვითელი და ავადმყოფი კბილები, მომჭკნარი და ნაცრისფერი კანი მართლაც არაა ლამაზი.ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ არამწეველსაც დაემართოს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მწეველებში ამის რისკი ბევრად უფრო მაღალია.


4.დასაოჯახებელი ბრძანდებით? თუ მწეველი ხართ, შეიძლება ასეც დარჩეთ.გამოკითხული 5000-მდე დასაოჯახებელი ადამიანის 63%-ს ვერც კი წარმოუდგენია მწეველთან თანაცხოვრება.


5.imageრასაც თქვენ აქ ხედავთ, სულაც არაა ქიშმიშიანი ორცხობილა ან მწვადის ნაჭერი.ასე გამოიყურება საშუალო მწეველის ფილტვები.არ გვინდა შეგაშინოთ, მაგრამ ეს ჯანმრთელობა ნამდვილად არაა.ნაწამები ფილტვები უკანასკნელი სიგარეტიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იწყებენ აღდგენას.



6.სიგარეტი სხვა მძიმე დაავადებების გამომწვევიცაა.იგი ითვლება კიბოს წარმომშობად, შეიცავს მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს.ნიკოტინი წარმოადგენს ნერვის შხამს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და მაღალ არტერიულ წნევას.


7.დამტკიცებულია, რომ მწეველები უფრო ადვილად ცივდებიან და ძნელად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე არამწეველები.ამის მიზეზი გახლავთ დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც სიგარეტის წევისაგან არის გამოწვეული.


8.იცით ვაშლის ან ახლადდაკრეფილი მარწყვის გემო?მწეველებმა ამ კითხვაზე უდაოდ თავი უნდა გაიქნიონ, რადგან სიგარეტი ხელს უშლის გემოსა და სუნის რეალურად აღქმას.გასინჯეთ ახალი ხილი სიაგრეტის მოწევისას, დაიმახსოვრეთ მისი გემო და 48 საათის შემდეგ, ისე რომ აღარ მოწიოთ, ისევ დააგემოვნეთ იგივე ხილი, თქვენ ნამდვილ აღმოჩენას გააკეთებთ.


9.სიგარეტის მოწევა არ ითვლება სექსუალურად, როგორც ეს უამრავ ფილმში იყო ძველად წარმოდგენილი.მწეველი მარლენ დიტრიხი ან ოდრი ჰეპბერნი უწინ კარგად ტონად ითვლებოდა, მაგრამ თავად განსაჯეთ, მოგეწონებოდათ საოცნებო ქალები რომ გეხილათ მოყვითალო ხელის თითებით ან მონაცრისფრო და მოჭმუჭნული კანით?


10.სიგარეტის თავის დანებებით ბევრი რამ შეიცვლება თქვენს სხეულში: უკანსკნელი მოწეული სიგარეტიდან 20 წუთში ნორმაში დგება სისხლის მოქმედება, 8 საათის შემდეგ თქვენ აღარ გაქვთ მწეველისათვის დამახასიათებელი მძიმე სუნთქვა, 3 დღის შემდეგ საგრძნობლად გიუმჯობესდებათ სუნთქვა, 3 თვის შემდეგ თქვენი ფილტვები ხდება თავდაცვისუნარიანი ბაქტერიების წინაშე, სისხლი უკეთესად ცირკულირდება სისხლძარღვებში.ერთი წლის შემდეგ თქვენი გულის დაავადების რისკი უტოლდება არამწეველისას.ათი წლის შემდეგ კი თქვენი ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი უთანაბრდება არამწეველისას.


ნუ გაცვლით სიცოცხლესა და კეთილდღეობას სიგარეტზე!!!

7
1330
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1330
  
2013, 25 მარტი, 19:52
ეგრე ჯობია:)
2013, 25 მარტი, 19:49
კაროჩე სიგარეტს არ ვეწევით.....
2013, 25 მარტი, 19:48
კომპიუტერიტ ნახეტ საკმარისია ს დამზადება.
2013, 20 მარტი, 21:00
ხო,მსმენია მაგაზეც.თუმცა ამ ინფორმაციის წაკითხვა უფრო იოლია,ვიდრე ქარხანაში მისვლა,მეთანხმებით,ალბათ.
2013, 20 მარტი, 20:35
სიგარეტის მოწევას თუ გინდა დაანებო თავი ქარხანაში უნდა ნახო როგორ მზადდება.
2013, 20 მარტი, 18:51
ბლიად დალევისას ან ვინმე რო შევხედავ ეწევა ვგიჯდები ვერ ვანებებ მაინც :|
2013, 20 მარტი, 7:27
ნწ არაა ეს საკმარისი იმისთვის რომ მოწევას თავი დავანებო!
0 1 7