საზოგადოება ASUS-მა საქართველოს სკოლებისთვის 56 000 ლეპტოპის მიწოდებაზე მსხვილი ტენდერი მოიგო 28 აპრილი, 14:04 ![]() ASUS-ისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ხაზს უსვამს მის წამყვან პოზიციასა რეპუტაციას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ბაზარზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს დიგიტალიზაციისა და განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ინტენსიურად ერთვებიან, აუცილებელია, რომ სასწავლო რესურსები და მათ შორის, კომპიუტერები მაქსიმალურად მოქნილი და მოსახერხებელი იყოს. სკოლებში IT ინფრასტრუქტურის გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ![]() განსაკუთრებულია ლეპტოპის დიზაინიც. მისი ზედაპირი ლაქებისადმი მდგრადია, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილი გაჯეტებისთვის ასევე საყურადღებოა. ![]() ASUS-ის მობილური გადაწყვეტილებების ბიზნეს ჯგუფის რეგიონული დირექტორი საქართველოში, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ანჯელა ქსუ აღნიშნავს, რომ მათთვის საუკეთესო სასწავლო მოწყობილობების შექმნა პრიორიტეტული მიმართულებაა. „ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია. სწორედ ამიტომ, საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობისას, ASUS-ის მისია მოსწავლეების საუკეთესო მოწყობილობებით უზრუნველყოფაა. ეს ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელია. ქართული სკოლებისთვის ASUS-ის ლეპტოპების მიწოდებით, ვცდილობთ, გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ აღჭურვილობის მიწოდებაა. ჩვენ მათ ვთავაზობთ ინსტრუმენტებს ცოდნისა და ინფორმაციის ძიებისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში წარმატებას მიაღწიოს. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი პროდუქტების შემუშავებისას, ვითვალისწინებთ როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების საჭიროებებს. პროდუქტიული და მობილური კომპიუტერები გადამწყვეტია ყოველდღიურად სხვადასხვა ამოცანის მარტივად და ეფექტურად შესრულებისთვის. ASUS ლეპტოპები კი შექმნილია იმისათვის, რომ სკოლებში სახალისო და უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს“, - განაცხადა ანჯელა ქსუმ. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებას კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელოვანი მიღწევით ძალიან ამაყები არიან. „ჩვენ შევძელით საუკეთესო გადაწყვეტის შეთავაზება ყველა ნიუანსისა და მოთხოვნის გათვალისწინებით. ეს ეხება როგორც თავად პროდუქტს, ისე მის ფასს, მიწოდების ვადებსა და სერვისით უზრუნველყოფას. ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენს ძლიერ პოზიციას ბაზარზე და ნდობას ჩვენი პროდუქციის მიმართ. ASUS აქტიურად ავითარებს კომერციულ ბიზნესს რეგიონში, როგორც განათლების, ისე სხვა სფეროებში. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მომხმარებელსა თუ პარტნიორს, რომლებიც შთამბეჭდავი შედეგების მიღწევაში გვეხმარებიან“. ASUS Commercial Business East EMEA-ს გენერალური მენეჯერი მადლინ ჰენგი მიღწეულ შედეგს დაუღალავი შრომის შედეგად აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, კომპანიისთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში განათლების განვითარებას უწყობენ ხელს. „ჩვენი ტენდერში გამარჯვება დაუღალავი შრომის შედეგია. ვამაყობთ, რომ ჩვენი ინოვაციური გადაწყვეტილებები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში განათლების განვითარებას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ დაწყებითი განათლება შეიძლება გახდეს უფრო ეფექტური ASUS-ის უახლესი ტექნოლოგიებით, რადგან ის სწორედ სწავლის პროცესის ოპტიმიზაციისა და მასწავლებლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური გუნდით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ბაზარზე განვითარებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა მადლინ ჰენგმა. საჯარო სკოლების IT სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ლევან ბიძინაშვილი განმარტავს, თუ რატომ შეირჩა სკოლის მოსწავლეებისათვის სწორედ ეს კონკრეტული ლეპტოპი. „საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი დიგიტალიზაციისა და დაწყებითი განათლების განვითარების მიზნით, განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების ახალი თანამედროვე ლეპტოპებით აღჭურვა გადაწყვიტა. შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტ სკოლას 56 000 ახალი ლეპტოპი გადაეცა. მოწყობილობების არჩევისას მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო გამძლეობა, რადგან ისინი ბავშვთა ჯგუფებში ინტენსიური გამოყენებისთვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო. ყველაზე ოპტიმალური შეთავაზება ASUS-მა წარმოადგინა. ავირჩიეთ BR1104 მოდელის ლეპტოპები წყალგაუმტარი რეზინის გარსაცმით, რომლებიც შექმნილია სპეციალურად სასკოლო განათლებისთვის და მივიღეთ ოპტიმალური ფასის შეთავაზება. კომპანიამ ასევე უზრუნველყო მიწოდების ადეკვატური ვადები. პირველი მიწოდება დროულად განხორციელდა და ძალიან მალე შეძლებენ ბავშვები ახალი ლეპტოპების გამოყენებას. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვართ ASUS-თან თანამშრომლობით. კომპანიამ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და მიმწოდებელი ინდივიდუალური მიდგომით. ის ყოველთვის მზადაა, ჰქონდეს შეთავაზება, რომელიც ყველა ასპექტში გვერგება“, - განმარტა ლევან ბიძინაშვილმა. ASUS BR1104CGA - გამძლე და პრაქტიკული ლეპტოპი ლეპტოპები ASUS BR1104 სერია აღჭურვილია 11.6 დიუმიანი ეკრანით და ძალიან გამძლეა. ის შემოწმებულია ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული სტანდარტის MIL-STD-810H მოთხოვნების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიური გამოყენებისას დაზიანების რისკი დაბალია. სპეციალური ზედაპირი მტვრისადმი მდგრადია და ადვილად იწმინდება, ამიტომ ლეპტოპი დიდხანს ინარჩუნებს ახლის ვიზუალს. კლავიატურა წყალგამძლეა. ყველაფერი, საკლასო ოთახში თუ სახლში სწავლისთვისაა საჭირო ASUS BR1104 ლეპტოპები გთავაზობთ ყველაფერს, რაც თანამედროვე სკოლის მოსწავლეებს საკლასო ოთახში თუ სახლში სწავლისთვის სჭირდებათ. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც კლასიკური ლეპტოპის, ასევე ტრანსფორმირებადი მოწყობილობის ფორმატი 360°-ზე მბრუნავი ეკრანით. სენსორული მხარდაჭერა ხელმისაწვდომია როგორც BR1104C-ზე, ისე BR1104F-ზე. BR1204C და BR1204F მოდელები ასევე გაყიდვაშია 12.2 დიუმიანი დისპლეით. ![]() ამ მოდელს ასევე აქვს მბრუნავი სამაგრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გახსნათ ეკრანი 360°-ით. მასში ჩაშენებულია სტილუსი. ელექტრონული კალმის მხარდაჭერა ხსნის დამატებით შესაძლებლობებს სტუდენტების შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ის ძალიან სწრაფი დატენის რეჟიმითაა უზრუნველყოფილი. მხოლოდ 15 წამის დატენა საკმარისია სტილუსის 45 წუთით გამოყენებისთვის. კომფორტული დისტანციური სწავლისთვის, BR1104 სერიის ლეპტოპები აღჭურვილია ჩაშენებული WiFi 6E კონტროლერით და 4G LTE ფიჭური ქსელების მხარდაჭერით. კლავიატურა და სენსორული პანელი დამუშავებულია სპეციალური ანტიბაქტერიული საფარით ASUS Antimicrobial Guard. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ლეპტოპის ზედაპირი შეიძლება დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით. BR1104 სერიის ლეპტოპებში ინტეგრირებულია უახლესი USB Type-C® პორტი მონაცემთა სწრაფი გადაცემისთვის, ასევე ორი სტანდარტული USB 3.2 Gen1 Type-A პორტი სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის დასაკავშირებლად. მას აქვს HDMI® 1.4b კონექტორი გარე დისპლეის დასაკავშირებლად. სრულყოფილი ფუნქციები კომფორტული მუშაობისთვის ASUS BR1104 სერიის ლეპტოპები არა მხოლოდ ძალიან გამძლეა, არამედ მაქსიმალურად კომფორტულია. ის აღჭურვილია 11, 6 დიუმიანი სენსორული ეკრანით 16:9 თანაფარდობითა და Corning Gorilla-ს მაქსიმალურად გამძლე მინით. TÜV Rheinland სერტიფიკატი ადასტურებს პოტენციურად მავნე ლურჯი ნათების მინიმუმამდე დაყვანას. მოწყობილობაში ჩაშენებულია 256 გბ-მდე მეხსიერება, UFS 2.1 და M.2 სლოტი. ეს ყველაფერი საკმარისია ფილმებისა და მუსიკის მაღალი ხარისხით ჩართვისთვის და, რა თქმა უნდა, სასკოლო პროექტების მომზადებისთვის. სწრაფი და უპრობლემო მომსახურება ASUS BR1104 სერიის ახალი ლეპტოპები შექმნილია მარტივი და მოსახერხებელი გამოყენებისა და მოვლისთვის. ASUS Control Center და Image Maker პროგრამული უზრუნველყოფა ხელს უწყობს სწრაფ ინსტალაციას და მოსახერხებელ დისტანციურ მართვას. შედეგი არის საიმედო, გამძლე, ადვილად შესანახი მოწყობილობა, რომელიც უპრობლემოდ მუშაობს და გათვლილია, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. R 23 შეფასება არ არის
|