x
მეტი
  • 04.05.2025
  • სტატია:142064
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514577
"იმდენი იბობღა, იმდენი ვაზელინით გაიპოხა, მინისტრი გახდა" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე კულტურის მინისტრთან, თიკა რუხაძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და აცხადებს რომ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რუხაძე ახლა უკვე სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტიდან ნიკა რაჭველის გაშვებას გეგმავს:


"მუსკომედიის თეატრში ერთად მივიდნენ დოი, ნიკოლოზ რაჭველი და თიკა რუხაძეც(დოიმ მიიყვანა), მერე თიკამ იმდენი იბობღა, იმდენი ვაზელინით გაიპოხა, კულტურის მინისტრი გახდა.


ჯერ დოი მოხსნა, ახლა რაჭველს უთვლის გადადექიო‼️


ნეტა თუ ხვდება მინისტრი თინა რა ტვირთი აიკიდა?!"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.


კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.





0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
487
Loading...