x
მეტი
  • 05.05.2025
  • სტატია:142096
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514578
"მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ..."- რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი, ვიკა ბუკია პოლიციელების მიერ აღდგომის ღამეს დემონსტრანტების დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"პოლიციას უბედურება სჭირს. მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ მარტო ფულის და ხელფასის ამბავი არაა. როგორც ჩვენ ვდგავართ სოლიდარულები, გულწრფელები, ზუსტად ასევე არიან გულწრფელები ოღონდ გულწრფელად სწამთ დიფ სთეითის, მართლაც ბიძინა ივანიშვილი ურჩევნიათ სამშობლოს, მართლაც ეშინიათ გარყვნილი ევროპის, რომ მათ შვილები გეები გახდებიან, ჩაჩმორებულები არიან, უწიგნურები და დამონებულები, არაფერი აღარ გააჩნიათ ქართული. ახალი ჯიშის ქართველი გამოიყვანა ივანშვილმა: არც აღდგომა იციან, არც გელათი, არც სვეტიცხოველი, მანდილოსანიო რომ გაიძახიან - ქალებს ურტყამენ პირველ რიგში. არც ბავშვი იციან და არც მოხუცი. საშინელება სჭირს პოლიციას, ბიძინა ივანიშვილმა დაიმსგავსა ესენი, თითქოს ჩასახლდა თითოეულ პოლიციელებში. წაართვა მათ ღირსება და გაიშნიკების მენტალობა გააცოცხლა მათში.


მე მჯეროდა, რომ სისტემაში არიან კარგებიც. მაგრამ ჩუმად არიან და სანამ ასე არიან - ჩემთვის ყველა ერთია."- წერს ვიკა ბუკია.


შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება. ჯერ არ გარკვეულა, როდის დაინიშნება სასამართლო.




0
72
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
72
Loading...