x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ციტატები

გურამ დოჩანაშვილი

1. ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

2. ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.

3. ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.

4. იმეორე უსასრულოდ, სანამ არ გაიაზრებ: "არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე.

5. ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.

6. არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...

7. დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

8. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ.

9. კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული... გაწამდები და გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები - და დატანჯული.

10. ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0