x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
ამერიკელმა მუსიკოსმა ცოლთან გაყრის შემდეგ 4 საყვარელი გაიჩინა,რომლებიც ერთმანეთს იცნობენ
image

ამერიკელმა მუსიკოსმა ნე-იომ (ნამდვილი სახელი შეფერ ჩიმერ სმიტი) წარადგინა ოთხი საყვარელი, რომელიც გაიჩინა განქორწინების შემდეგ. ამის შესახებ CNN იუწყება.


ნე-იომ სოციალურ ქსელში თავისი რთული რომანტიული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ის არავის ატყუებს, მისმა ქალბატონებმა იციან ერთმანეთის შესახებ და არ არიან წინააღმდეგნი მათი ოთხგზის გაზიარების.



მუსიკოსი აცხადებს, რომ მისმა მრავალრიცხოვანმა შვილებმაც იციან რა ხდება. ”მე არავის ვატყუებ, მათ შორის არც ბავშვებს, ” - ამბობს ის. "დაახლოებით ასე ვუხსნი: "აი, ეს არის მამას გოგო, აი ესეც და ესეც."


image

45 წლის მუსიკოსს შვიდი შვილი ჰყავს: ორი ყოფილ საცოლესგან შეეძინა, სამი ყოფილ მეუღლესთან, ორი კი საყვარლისგან, რომლის გამოც ცოლმა მიატოვა. იყო მერვე შვილიც იყო, მაგრამ დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ის სხვა კაცისგან იყო.


image

ნე -იო (Ne-Yo)ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მსახიობია. "გრემის" საგზის ჯილდოს მფლობელი.


2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა ნე-იოს ათწლეულის შემსრულებლებელთა სიაში 57-ე ადგილი მიაკუთნა. ნე-იო საკუთარი ჩანაწერების გარდა, წერს მუსიკას და ლირიკას სხვა ცნობილი შემსრულებლებისთვის, რომლებიც ჩარტებში მაღალ ადგილს იკავებენ.


ნე-იოს დღეისთვის 9 ალბომი აქვს გამოცემული, რომელთაგან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა "Because of You" (2007) და "Year of the Gentleman"(2008), რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში ოქროს და პლატინის სტატუსი მიიღო, აგრეთვე ცნობილი გახდა მისი ჰიტ-სინგლები, როგორიცაა თქვათ ''One In A Million'' ან ''Miss Independent'', რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტოპ-20 -ში მოხვდა, ზოგან კი №1 ადგილი დაიკავა.


ამის გარდა შეასრულა როლები ათამდე ფილმში

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0