x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
"ვაცხადებ ტელევიზიით.... ვნახოთ, რა მოხდება" - რას აცხადებს პაატა ბურჭულაძე

image


ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა და მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ როგორც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა ის ჯარიმის მიღების შემთხვევაში მას არ გადაიხდის:


"ჩვენი ძალა ერთობაშია. ამ მავნებლებმა ძალაუფლება არალეგიტიმურად ჩაიგდეს ხელში. ესენი ტერორზე არიან გადასულები… მე ველოდები ჯარიმას. ვაცხადებ ტელევიზიით, არცერთ ჯარიმას არ გადავიხდი. ვნახოთ, რა მოხდება. აზრი არ აქვს, გადაკეტე გზა თუ არა…


რომელ ავადმყოფ ადამიანს მოუვიდა თავში ფონდების დახურვა. სტუდენტი თავის სწავლის ფულს ვერ იხდის და იმან 5 000-ლარიანი ჯარიმა როგორ უნდა გადაიხადოს. ამას აკეთებინებენ პოლიციელებს. პოლიციელებისადმი სიყვარული რაც იყო, ყველაფერი გააქარწყლეს, "განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მოთხოვნით ის ფონდები, რომლებიც ძირითადად აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმებს იხდიდნენ დაიხურა, მათ შორის არის - "prosperitygeorgia. org" – ნიკა გილაურის ფონდი, "Human Rights House Tbilisi" • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და "ნანუკას ფონდი".










0
199
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
199