x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
15 ძველი ნივთი, რომელთა დანიშნულება მხოლოდ რჩეულებმა იციან
ალბათ, ერთხელ მაინც გიპოვიათ უცნაური ნივთი ბაბუას ავტოფარეხში ან ბებიას ანტრესოლში და გაგიჭირდათ იმის გაგება, რა დანიშნულება აქვს და რაში გვჭირდება საერთოდ. აი, რამდენიმე გმირი ჩვენი სტატიიდან, რომლებმაც უცნაური ნივთები აღმოაჩინეს.



1. „ვიყიდე მაგიდა 12 პერსონაზე. 1893 წლისაა. ყველას აქვს „ჩაშენებული“ თეფში“

image

„ვფიქრობ, ეს არის სასადილო მაგიდა რომელიღაც მონასტრიდან ან საბავშვო სახლიდან“



2. “ბერლინში ვცხოვრობ. სააბაზანო ოთახის კარს აქვს ასეთი ხვრელი. ეს კატისთვისაა თუ რა არის?

image


„საქმე იმაშია, რომ ადრე იყო წესი: ოთახში უნდა იყოს ფანჯარა, თუ არ არის - ვენტილაცია. სავარაუდოდ, სწორედ ამისთვისაა“



3. “ვინმემ იცის, რა საჭიროა ასეთი უჯრა ჩვენს კომოდში“

image

„სავარაუდოდ, ძველ სახლებში წყალი არ იყო. ასეთ ყუთებში ათავსებდნენ დასაბანი წყლით სავსე თასს“



4. “ვინმემ იცის, რა არის ეს? ვკითხე ყველა ნაცნობ ანტიკვარიატს“

image

„ვფიქრობ, რაღაც ნაწილი აკლია. სავარაუდოდ, რაღაცის გასაწური მოწყობილობაა“



5. “რისთვის არის ეს ანტიკვარული ვერცხლის გროვა?“

image

მარცხნიდან მარჯვნივ: ზეთისხილის კოვზი, სალათის ჩანგალი, ყინულის მაშები



6. “ჩემმა მშობლებმა იყიდეს კომოდი ანტიკვარულ მაღაზიაში. ვერ ვხვდებით, რისთვის არის ეს ნახვრეტები“

image

„სავარაუდოდ, სილამაზის სალონში იდგა. ეს ნახვრეტები თმის დასახვევისთვის არის“.

„ასეთი ბებიას ჰქონდა. მასში ათავსებენ თმის დასახვევს, ფენს და მსგავს რაღაცებს“



7. “ასეთი ანტიკვარული მაგიდა ვიპოვე. შიგნით გაუგებარი მოწყობილობაა“

image

„ეს ელექტროფონია. ელექტროფონი - რაღაც, რაც აერთიანებს ფირფიტასაკრავს და ხმის გამაძლიერებელს. ფოტოზე არის ასეთი მოწყობილობის მაგიდა“.



8. “ასეთი უცნაური ინსტრუმენტი ვიპოვე“

image

„ეს არის ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ხალიჩების საქსოვად“.



9. “უცნაური ხის ყუთი შიგნით გრძელი ჯოხებით. უბრალოდ საწოლის ტუმბო მეგონა“

image

„ოჰ, ეს არის სამკერვალო კარადა. ჯოხები ძაფებს იჭერს“



10. “1940 წელს აშენებული სახლი მაქვს. ზემოდან კარებს აქვს ასეთი მოძრავი პანელები. რისთვისაა?“

image

„ყველაფერი მარტივია. კონდიციონერამდე, ამ სავენტილაციო ხვრელებით ჰაერი მოძრაობდა მთელ სახლში, თუნდაც დახურული კარების შემთხვევაში“



11. “რა შეიძლება იყოს ეს? ლითონის აქანდაზი და ძაბრი, ჯაჭვით დაკავშირებული“

image

„ოჰ, ეს ხომ კოსმეტიკური ნაკრების ნაწილია. მაგალითად, კრემის ჩასასხმელად ან სითხის სხვა ქილაში გადასასხმელად“



12. “რა საჭიროა ასეთი უჯრა სამზარეულოს კარადაში?“

image

„ბებიაჩემს ჰქონდა ასეთი. მასში ფქვილს ვინახავდით“



13. “მეგობარმა მაჩუქა. გაქვთ იდეა, რისთვისაა?“

image

ეს არის აქსესუარი, რომელსაც იკეთებენ მოსასხამზე, რომ არ ჩამოსრიალდეს“.



14. “ბებიის ნივთებში ასეთი კაკალი ვიპოვე. სამკერვალო ნივთებთან ერთად ინახებოდა“

image

„ადრე ასეთი რამ ყველას ჰქონდა“

„ჩემს კაკალში არის სანტიმეტრი. ბებიისგან მივიღე. ალბათ, ნაკრებში იყო?“



ასევე დაგაინტერესებთ:

გენიოსები, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან

ხარახურიდან სასარგებლო მოწყობილობამდე – ხალხური კრეატივის 12 მაგალითი

10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან

18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ

ეს ქალები მეორადების მაღაზიაში დასათვალიერებლად შევიდნენ და იდეალური ნადავლით გამოვიდნენ


0
157
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
157