საზოგადოება „ოპოზიციად წოდებულები ხალხმა ნაგვის ურნებში უნდა ჩატენოს, სადაც გადაეყრებიან იქვე“ - გოჩა მირცხულავა დღეს, 11:33 ![]() გთავაზობთ მირცხულავას სტატუისს, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: . “ტრამპისა და რუბიოს ხედვების ანუ მოთხოვნების გადაცემას "ქართული ოცნებისთვის" როგორი ინტერპრეტაცია ექნება? ხომ ცხადია, რომ საუბარი გლობალურ ხედვებზე არ მიდის, რაზეც კონგრესში ისაუბრა პრეზიდენტმა ტრამპმა, არამედ, საუბარია საქართველოსთან მიმართებაში ხედვებზე. . არ დაიჯერეს ვინმემ, რომ ელჩი იტყოდა, "იქ" გაბრაზებულები არიან, რატომ გვლანძღავთო - ეს მოცემულობაა, რომელსაც პასუხი მაშინ გაეცემა, როდესაც ამის დრო დადგება, სიტყვით არა - უფრო ქმედებით. , ამიტომ საუბრის ძირითადი თემა უპირობოდ იქნებოდა: 1. ირანი; 2. ჩინეთი; 3. დემოკრატია; 1 და 2 ურთიერთ ბმაშია და პირდაპირ უკავშირდება ამ ჯერზე ანაკლიის საკითხს. აქ ჩვენ გვაქვს ფაქტად პომპეოს განცხადება, რომელსაც თავის დროზე ქილიკი მოჰყვა "ოცნების" ზედა ეშელონებში - "ვინ ეკითხება პომპეოს, ესენი მიდიან"... და ივანიშვილის (ხაზარაძის მიერ გაჟღერებული) - ანაკლიას შევეშვათ, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში... . შესაბამისად, საინტერესოა "ოცნების" სამომავლო ნაბიჯები და ამ ნაბიჯების რეალიზება გლობალური ომის პარტიის თუ დიფ სთეიტის კონტექსტში. პრეზიდენტი ტრამპი ვის დავალებას ასრულებს ალბათ ამას პირველი მაჭარაშვილი გვამცნობს, ან კობახიძე გამოაცხადებს მდინარაძის პირით კაპიტულაციას ან მედგრად დგომას გოპ-ის ან დიფ სტეიტის მიმართ. სხვაგვარად სამომავლო გადაწყვეტილებების ახსნა ამ საკითხში ვერ იმუშავებს. . რაც შეეხება მე-3 საკითხს - "დემოკრატიას" აქ ელჩი ფრიად მოზომილი იქნებოდა ფრაზით - ჩვენ კვლავაც ვაკვირდებით მოვლენების მიმდინარეობას... ხომ მიაჩნია ბევრს რომ ეს ფრაზა არაფერს ნიშნავს? არა ნიშნავს, როგორც "ოცნებისთვის" ასევე "მეორე მხარისთვის" (ოპოზიციას შეგნებულად არ ვწერ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ გვყავს, ან ხელოვნურ სუნთქვაზეა - თქვენ აარჩიეთ მდგომარეობა, რომელიც თავად მოგეწონებათ). . და თუ ამ დაკვირვების პარალელურად მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც 1 და 2 საკითხში გაიცვლება 3, მაშინ "ხალხმა" პირდაპირი მნიშვნელობით ოპოზიციის ლიდერებად წოდებული პირები სადაც კი გადაეყრებიან ნაგვის ურნებში უნდა ჩატენონ. მერე? მერე "მოვა მაისიც" და ვნახოთ რაც მოხდება.... ჰო, ისე - Freedom cannot be exchanged for anything. -- წერს ანალიტიკოსი. . ასევე სხვა სტატუსში კი ამატებს: მეც შემიძლია წავიდე ქვეყნიდან - სხვებზე ბევრი და გავლენიან ნაცნობი მყავს ევროპებში, ნიუ-იორკებში. ჰო, შემიძლია წავიდე - ერთი ბილეთის ფულს მოვახრჩობ და ....ტანჯულად მოვევლინო სამყაროს და აქ ციხეებში იყვნენ გამომწყდეული ჩემი და ჩემი შვილების თავისუფლებისთვის მებრძოლი პირტიტველა ბიჭები?მათი ცემა შეიძლება და ჩემი არა?მათთვის ჩადება შეიძლება და ჩემთვის არა?მათთვის ნახალკის შეტენვა შეიძლება და ჩემთვის არა?მათი წამება შეიძლება და ჩემი არა?მათი დაჭერა შეიძლება და ჩემი არა?რა სუსულელეა - არასადაც არ წავალ! თუნდაც იმიტომ, რომ მერე, უკან დაბრუნება ჩათლახობა იქნება. "მიწას მიმაბარეთ" კიდევ - ფარისევლიბა. -- აღნიშნავს გოჩა მირცხულავა. 64 შეფასება არ არის
|