x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
რომაული არტეფაქტები ამერიკის კონტინენტზე – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?

ბოლოს და ბოლოს, ვინ აღმოაჩინა ამერიკა? რატომ პოულობენ არქეოლოგები, ამერიკის ორივე კონტინენტზე რომაულ არტეფაქტებს? ამერიკა კოლუმბმა აღმოაჩინა – ეს აქსიომაა, რომელსაც არქეოლოგების აღმოჩენები, ხშირად, ეჭვქვეშ აყენებს და საამისოდ, მკვლევრებს ნამდვილად რომ, წონადი მიზეზები აქვთ. თუმცა, იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც არტეფაქტებია ნაპოვნი, ისტორიის გადაწერის მცდელობებს, ნამდვილად არ მიესალმებიან.


image


ოფიციალურმა მეცნიერებამ მხოლოდ გასული საუკუნის 60–იან წლებში აღიარა, რომ ამერიკის კონტინენტზე, პირველი ევროპელები ვიკინგები იყვნენ. თუმცა, ამ ფაქტს, კოლუმბისთვის, დასავლეთის კონტინენტის აღმომჩენის გვირგვინი არ ჩამოურთმევია და არც ისტორიული სამართლიანობა აღუდგენია.


ამფორები ბრაზილიის სანაპიროებთან


ეს სენსაციური აღმოჩენა 1982 წელს გაკეთდა, როდესაც განძზე მონადირე და საზღვაო არქეოლოგი ამერიკელი რობერტ ფ. მარქსი (Marx), ჩაძირული გემის პოვნის იმედით, გუანაბარის უბეს იკვლევდა. მარქსი, საზღვაო არქეოლოგიაში, 1951 წლიდან არის ჩართული და ის, ამ დისციპლინის ფუძემდებლად ითვლება. მის ანგარიშზე, 60 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ნაპოვნი ჩაძირული გემია. გარდა ამისა, მან 59 წიგნი და 800 სტატია დაწერა, თანამშრომლობდა იუნესკოსთან, ჩაძირული გემების შესახებ, საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ასე, რომ, მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა, ნამდვილად უადგილო იქნება.


imageრომაული ამფორები ოკეანის ფსკერზე


გუანაბარის უბე კვლევისთვის, მას შემთხვევით არ ამოურჩევია. საქმე იმაშია, რომ 1976 წელს ლობსტერების დამჭერმა, მისი ფსკერიდან, უძველესი კერამიკის ფრაგმენტები ამოიტანა, შემდეგ კი, იმავე ადგილზე, მყვინთავმა ნიჟარებით დაფარული ორი ამფორა აღმოაჩინა. ჭურჭელს სპეციფიკური ფორმა ჰქონდათ და ეჭვს არ იწვევდა, რომ ის ხმელთაშუა ზღვის რეგიონს ეკუთვნოდა. მაგრამ, როგორ შეძლებდნენ, რომ ეს არტეფაქტები ასე შორს აღმოჩენილიყო? ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც ამფორებს იკვლევდნენ, არტეფაქტების ასაკზე ვერ შეთანხმდნენ და ბრაზილიაში რობერტ მარქსი ჩავიდა.


საოცარი აღმოჩენები


1982 წელს კვლევის ჩატარებაზე უფლება მიიღეს და მარქსმა ფსკერის შესწავლა დაიწყო... და ძალიან მალე, 27, 5 მ. სიღრმეზე, მან დამტვრეული ამფორების მთელი «სასაფლაო» აღმოაჩინა. მკვლევართა გამოთვლებით, ფსკერზე, დაახლოებით, 200–მდე ამფორის ნამსხვრევი უნდა ყოფილიყო.

imageიყო მთელი ამფორებიც, რომელიც მარქსმა ამოიტანა და აშშ–ში წაიღო. იქ მან თავისი აღმოჩენები ელისაბედ უილს (Elizabeth Lyding Will) აჩვენა, რომელიც არქეოლოგი და რომაულ ამფორების ექსპერტი იყო. ამფორების შესწავლის შემდეგ, პროფ. უილმა დაასკვნა, რომ ამფორები, არანაკლებ, 1700 წლის იყო. 1985 წელს მისი დასკვნა «ნიუ-იორკ ტაიმზმა» გამოაქვეყნა. სტატიაში, ელიზაბედ უილმა ადგილიც კი დაასახელა, სადაც ამფორები დაამზადეს – ეს კუასი იყო, ჩრდილოეთ მაროკოში მდებარე რომაული კოლონია.



ოპერაცია «დამალვა»


აღნიშნული დასკვნა, ბრიტანელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. თუმცა, დამზადების თარიღი შეცვალეს. მათ ამფორები თერმოლუმინესცენციის ანალიზის გამოყენებით შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ჭურჭელი, დაახლოებით, ძვ, წ. აღრ. 19 წ. იყო დამზადებული.

1983 წელს რობერტ მარქსი ბრაზილიაში დაბრუნდა და ადგილი, სადაც ამფორები აღმოაჩინეს, ლოკატორით გამოიკვლია. წარმოიდგინეთ მისი გაოცება და კმაყოფილება, როდესაც მან, კერამიკის ფენის ქვეშ, ხის ფრაგმენტები აღმოაჩინა.


imageსაზღვაო არქეოლოგები


ერთადერთი ვარაუდი, რომელიც მკვლევრებს გაუჩნდათ, ის იყო, რომ საქმე რომაულ სავაჭრო გემთან ჰქონდა. ეს ვარაუდი, ადგილობრივი ინდიელების ლეგენდას ემთხვეოდა, რომლის მიხედვით, თეთრი ღმერთები იქ, სწორედ ზღვიდან მივიდნენ. imageრობერტ მარქსი უკვე ხელებს იფშვნეტდა, XX საუკუნის ყველაზე მასშტაბური აღმოჩენის მოლოდინში. მაგრამ... მისმა აღმოჩენამ ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ბრაზილიაში და როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება სულაც არ აპირებდა, პირველ აღმომჩენის გვირგვინი, «ვიღაც» რომაელებისთვის დაეთმო. მეცნიერის წინააღმდეგ ადგილობრივი ოლიგარქები და კათოლიკური ეკლესიაც კი გამოვიდა.

ბრაზილიის ოფიციალური აღმომჩენი პედრუ ალვარიშ კაბრალია (1467–1520 წწ.) — პორტუგალიელი ზღვაოსანი და მოგზაური. ის სანიმუშო კათოლიკე და ადგილობრივი წმინდანი იყო და მისი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას არავინ აპირებდა. იმ დროს, ბრაზილიის ხელისუფლებაში სამხედროები იყვნენ და ისინი, ყველაფრის კონტროლის ქვეშ მოქცევას ცდილობდნენ... ხოლო პრობლემებს, სასწრაფო წესით აგვარებდნენ.

მორიგ ჯერზე, უბეში დაბრუნებულმა რობერტ მარქმა აღმოაჩინა, რომ ბრაზილიურმა სამხედრო გემებმა, ამფორების აღმოჩენის ადგილზე, ტონობით ქვიშა და ქვა–ღორღი ჩაყარეს, რითაც აღმოჩენა სამუდამოდ დამალეს. როდესაც მკვლევარმა მათ ამ ქმედების ახსნა სთხოვა, უპასუხეს, რომ «ეს, ადგილის, მძარცველებისგან დაცვის მიზნით გააკეთეს». მარქსმა გაპროტესტება სცადა, მაგრამ ის არტეფაქტებით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ხოლო, 1985 წ. ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს და ბრაზილიის მთელ სანაპირო ზონაში, ყოველგვარი გათხრები, საკანონმდებლო დონეზე აკრძალეს...


imageრომაული ქანდაკების ტერაკოტის თავი. დათარიღებულია II საუკუნით და ნაპოვნია ინდიელთა ტაძარში


მაგრამ, არის სხვა არტეფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ რომაელები ამერიკაში პირველები იყვნენ. მაგ., 1933 წ. მექსიკაში, მეხიკოს მახლობლად, ძველ ტაძარში, რომაული ქანდაკების ტერაკოტის თავი აღმოაჩინეს, რომელიც არქეოლოგმა ხოსე გარსია პეიონმა ჩვ. წ. აღრ. II საუკუნით დაათარიღა. არტეფაქტი აცტეკის ხელუხლებელ სამარხში, დაცემენტებული იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს.


აღმოჩენები ჩრდილოეთ ამერიკაში


imageძველი რომის მონეტები


ძველი რომაული არტეფაქტები აშშ–შიც აღმოაჩინეს. იქ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე მონეტებს პოულობდნენ. არქეოლოგმა ჯერემი ეპშტეინმა მონეტების კვლევა ჩაუტარა და მის კლასიფიკაციას ნაშრომიც კი მიუძღვნა. მეცნიერის აზრით, არაფერია წარმოუდგენელი იმაში, რომ ზოგიერთ ხომალდს ევროპიდან – ახალ სამყაროში, კოლუმბამდე და კონკისტადორებამდე მიეღწია...


imageარხის სხვა სიახლეები:


* რა მოიპარეს სტალინის კუბოდან?

* ასეთი ფოტოების გადაღება მხოლოდ კანადაში შეიძლება

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 29 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



1
286
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
286
  
რეალურად,არც კოლუმბმა იცოდა რო ამერიკა აღმოაჩინა,ინდოეთში მიდიოდა კაცი და იმ დროინდელი რუკის მიხედვით,დასავლეთით მიწა თუ შეხვდებოდათ,სჯეროდათ რო ეს ინდოეთი იყო. ოფიციალურად,ამერიგო ვესპუჩიმ თქვა,რომ ახალი კონტინენტი იყო აღმოჩენილი და ამიტომაც ეწოდა ამერიკა. რაც შეეხება იმას,რომ იქ სხვადასხვა არტეფაქტია ნაპოვნი,ამერიკის კონტინენტი იყო ყოველთვის და ვინც ზღვით წავიდა დასავლეთით,ყველა იქ აღმოჩნდებოდა. შეიძლება ეს იყვნენ რომაელი დეზერტირები ან სხვა ხალხები,რომლებიც რაღაცის გამო გადახვეწა მოინდომეს. მეტი არ იქნას და მათ სცოდნოდათ სად იყვნენ,უბრალოდ გაიქცნენ და მიწა ნახეს,როგორც ვიკინგებმა არ იცოდნენ არაფერი ამერიკაზე.
0 1 1