სხვა 10 ნივთი წარსულიდან, რომლის დანიშნულება რთული გამოსაცნობია დღეს, 11:43 პროგრესი ადგილზე არ დგას და რეგულარულად სიახლეებით გვახარებს. თუმცა, თუ უკან მოვიხედავთ, ზოგჯერ, ძნელია იმის გაგება, რა იყო ეს ახალი წარსულში და რა დანიშნულება ჰქონდა მას? მაგალითად: 1. სამარცხვინო ფლეიტა ![]() ის XVI–XVII საუკუნეებში, გერმანიაში ცუდი მუსიკოსების საჯაროდ დასამცირებლად გამოიყენებოდა. და ასევე, როგორც სასჯელი, კანონების უმნიშვნელო დარღვევისთვის, როგორიც იყო: ცილისწამება, უხამსობა, მწვალებლობა და მკრეხელობა. ხის «ინსტრუმენტი» ფლეიტას ჰგავდა და ასეთი სახელი სწორედ ამიტომ მიიღო. ადამიანს კისერზე ლითონის რგოლი ეცმეოდა, თითებს კი, სამაგრებში აყოფინებდნენ. რაც უფრო მძიმე იყო დანაშაული, მარწუხის მოჭერა, მით უფრო ძლიერ ხდებოდა. სასჯელი კიდევ უფრო მძიმდებოდა, როდესაც ბრალდებულს, მოსეირნე ბრბოს წინაშე, სირცხვილის ბოძთან აყენებდნენ. ისე ჩანდა, თითქოს ეს ადამიანი ფლეიტაზე უკრავდა, ხოლო ტკივილის შეგრძნება, რომელსაც ის განიცდიდა, საზოგადოებაში სიცილს და აღფრთოვანებას იწვევდა. ზოგჯერ წამება, რამდენიმე დღე გრძელდებოდა. 2. ვამპირებზე მონადირის ნაკრები ![]() ეს შიშის მომგვრელი ჩემოდანი ისე გამოიყურება, თითქოს მანიაკს ჩამოართვეს, ან ვამპირებზე გადაღებული ფილმის რეკვიზიტია. მაგრამ, სინამდვილეში, ასეთ ნაკრებში, სავსებით რეალური ნივთებია, ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან. 3. ცრემლების დამჭერი ![]() ვიწრო ყელიანი პატარა ბოთლი ისეა მოწყობილი, რომ ცრემლის დაჭერა, პირდაპირ თვალის კუთხეში შეუძლია. დანიშნულება კი — ცრემლების შეგროვება იყო. ამ ნივთის ისტორია 3 ათას წელზე მეტს ითვლის. ცრემლების ჭურჭელი პოპულარული, მაგ., სპარსეთში იყო: როდესაც კაცები, ბრძოლის შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ, პირველ რიგში, ცოლების ცრემლის ბოთლებს ამოწმებდნენ, იმის დასადგენად, თუ რამდენად ძლიერ ენატრებოდათ ისინი. 4. ტოსტერი ![]() ტოსტერები ძალიან პოპულარული იყო XIX საუკუნეში და შესაბამისად, მრავალფეროვანი დიზაინით გამოდიოდა: მაგ., ზოგიერთს, განსაკუთრებით ძვირადღირებულ მოდელებს, კერამიკული ბირთვი ჰქონდა, რომელიც უფრო თანაბრად თბებოდა. ჰქონდა ორმაგი კედლები და მოსახსნელი "კარი", რომ მოწყობილობის შიდა ნაწილის გაწმენდა გაადვილებულიყო. მარტივი მოდელები კი, უბრალო რკინის პირამიდა იყო, რომელსაც გვერდით პანელებზე ნახვრეტები ჰქონდა. პირამიდის ქვეშ ნახშირის ნაღვერდალი ღვიოდა და პანელებზე მიდებული პურის ნაჭრები იწვებოდა. 5. ტყვიის ამოსაღები ხელსაწყო ![]() მისი მოწყობილობა ძალიან მარტივია: გრძელ მილზე, სახრახნის მაგვარი რაღაც არის დამაგრებული. მის ჩაშვება ჭრილობაში ხდებოდა, შემდეგ ტყვიას ეძებდნენ, კაუჭს გამოსდებდნენ და ზემოთ ექაჩებოდნენ. მისი აშკარა სარგებლის მიუხედავად, ტყვიის ამოღებას, ხშირად, უფრო მეტ ზიანი მოჰქონდა, ვიდრე შვებას: იმ დროს, ანესთეზია და ანტისეპტიკური საშუალებები, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ამიტომ, ბევრი პაციენტი ტკივილისგან მიღებული შოკით იღუპებოდა, სხვები კი — ამ ხელსაწყოთი შეტანილი ინფექციით. 6. ოფთალმოსკოპი — მოწყობილობა, რომელიც თვალის მოძრაობას და ადამიანის მხედველობის სისტემის მოწყობილობას აჩვენებს მარტივად რომ ვთქვათ, ეს თვალის კაკლის მოდელია. თვალის კაკალი მოძრაობაში კუნთებს მოჰყავს — მოდელში, ამ ფუნქციას, 6 ზონარი ასრულებს. 7. საძმრე ![]() XIX ს. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ იმ პერიოდში ქალები გონებას ხშირად კარგავდნენ. თუმცა, ამის მიზეზი, მომეტებული მგრძნობელობა კი არა, ძალიან მჭიდრო კორსეტები, შპალერიდან აორთქლებული მავნე აირები იყო (საღებავი ხშირად დარიშხანს და ტყვიას შეიცავდა, რაც მოწამვლას იწვევდა). გარდა ამისა, კანალიზაციის არ არსებობის გამო, ქალაქის ქუჩებში საშინელი სუნი იდგა. ამიტომ, მაღალი წლის წარმომადგენელ ქალბატონებს, თან ყოველთვის სურნელოვანი მარილების ბოთლი, ან პატარა ზომის საძმრე ჰქონდათ, რომელშიც ძმარში, ან ნიშადური დასველებული ბამბა იდო. სისუსტის პირველივე შეგრძნებაზე, კოლოფს ხსნიდნენ და ღრმად შეისუნთქავდნენ. 8. საფოსტო ყუთი ![]() საფოსტო ყუთების გამოყენება, წერილების გასაცვლელად, მეზღვაურებმა XVI ს. დაიწყეს. საზღვაო გზა ევროპიდან – ინდოეთამდე გრძელი და საშიში იყო. ამიტომ, ამ გზით, მეზღვაურები სანდო ადრესატებს, გემზე მყოფთა რაოდენობას, მოგზაურობის მიმართულებას და მიზანს ატყობინებდნენ. 9. ბორდელებში მომსახურების ჟეტონები ველურ დასავლეთში ![]() ამ ჟეტონებს, XIX საუკუნეში, აშშ–ში, ბორდელებში პიკანტური მომსახურების გადასახდელად იყენებდნენ. დაწესებულების მფლობელებისთვის ჟეტონების გამოყენება ძალიან მოსახერხებელი იყო — ეს მინიმუმამდე ამცირებდა, იქ დასაქმებული ქალების მიერ, თავისთვი ფულის დატოვების შესაძლებლობას. 10. რწყილის ხაფანგი ![]() რწყილის ხაფანგში, თაფლით, სისხლით, ან არომატული ნივთიერებებით დასველებულ, ქსოვილის პატარა ნაჭერს ათავსებდნენ, რომელიც სატყუარას როლს ასრულებდა. შიგნით შემძვრალი მწერი ამ სატყუარას ეწებებოდა და კვდებოდა. ამ მოწყობილობას ქალები პარიკების, ან ტანსაცმლის ქვეშ ატარებდნენ. არხის სხვა სიახლეები:* რა მოიპარეს სტალინის კუბოდან?* ასეთი ფოტოების გადაღება მხოლოდ კანადაში შეიძლება* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 29 (25 ფოტო)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?132 1-ს მოსწონს
|