x
მეტი
  • 05.03.2025
  • სტატია:140708
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513572
როგორ გახდა ქართველი თავადი შანელის მოდელი?

მერი შერვაშიძე,  შანელის მუზა

მერი შერვაშიძე 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მამამისი იყო აფხაზი თავადი, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა. მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

1918 წელს მერი ცოლად გაჰყვა გიორგი ერისთავს (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორის ადიუტანტი იყო.

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

პარიზში გადასვლის შემდეგ მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს გახდა მერი Coco Chanel-ის მოდელი, რამაც მას პარიზში წარმატება და აღიარება მოუტანა.

ამ ამბებიდან მალევე გარდაიცვალა მერის ქმარი გიორგი ერისთავი და მერი მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. წყვილს შვილი არ ჰყოლიათ.

მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა სახლში გაატარა. გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.


0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0