x
მეტი
  • 04.03.2025
  • სტატია:140701
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513571
ერთი ფოტოს ისტორია(ნაწილი 4)
image

გოგონები სკუტერზე-ეს ფოტო გადაღებულია 1935 წელს მაიამიში, ფლორიდა, აშშ.



ასე, რომ პირველი სკუტერი გაცილებით ადრე გამოჩნდა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ .


მისი ისტორია XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, თუმცა ამ გადაადგილების საშუალების თანამედროვე ვერსიები ძალზე პოპულარული გახდა მხოლოდ 21-ე საუკუნეებში.



სკუტერი პირველად დამზადდა 1761 წელს გერმანიაში კარეტების მწარმოებლის მიხაელ კასლერის მიერ. სხვა ვერსიით, სკუტერი შექმნა გერმანელმა გამომგონებელმა კარლ ფონ დრაისმა 1817 წელს, შემდეგ 1820 წელს გამოუშვა გაუმჯობესებული ვერსია, რა დროსაც წინა ბორბლის მართვადი გახადა. ეს სკუტერები პოპულარული იყო საფრანგეთსა და ინგლისში.


1819 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა დენის ჯონსონმა დააპატენტა სკუტერის გაუმჯობესებული ვერსია, ჩარჩო ხისგან იყო დამზადებული, ისევე როგორც ბორბლები. საბურავების ნაცვლად იყო მყარი ლითონის რგოლები. სკუტერს არ ჰქონდა მუხრუჭები.ბორბლების დიამეტრი იყო 76, 2 სმ (30 დიუმი) და სკუტერი იწონიდა დაახლოებით 30 კილოგრამს. მოძრაობის მეთოდი წააგავდა ახლა უკვე პოპულარულ ბავშვთა ველოსიპედს - მიწაზე შეხებით, ორივე ფეხის ერთმანეთის მიყოლებით უნდა დაგეძრათ.

image

1913 წელს გამოიგონეს მოტოსკუტერი Avtoped, , იგი იწარმოებოდა 1915 წლიდან 1921 წლამდე, მისი გამოყენება შეიძლებოდა გადაადგილებისთვის მაშინაც კი, თუ ბენზინი გათავდებოდა, მოგვიანებით, 1930-იანი წლებიდან გამოდის სკუტერები ძრავის გარეშე, ასევე ელექტრო სკუტერები.


სკუტერებს ძირითადად იყენებდნენ ფოსტალიონები და პოლიციის თანამშრომლები.

imageფოტოზე: სკუტერი Avtoped-ი.


გასული საუკუნის შუახანების შემდეგ, სკუტერებს ძირითადად ბავშვები და მოზარდები ხმარობდნენ გართობის მიზნით.

imageფოტოზე: გოგონები სკუტერით სეირნობენ, ბერლინი 1940 წელი.



უფრო ფართო პოპულარობა სკუტერის თანამედროვე ვერსიებმა, მხოლოდ ბოლო წლებში მოიპოვა.

image

წინა ნაწილები იხილეთ <ამ ბმულზე>

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0