x
მეტი
  • 04.03.2025
  • სტატია:140686
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513566
ვინ იყო " გურჯი ხათუნი " - რუმის სასულთნოს ქართველი დედოფალი ?

თამარ ბაგრატიონი, იგივე გურჯი ხათუნი, რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის შვილი და თამარ მეფის შვილიშვილი იყო. დაიბადა 1224/1225 წელს. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

გურჯი ხათუნი

თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო და ქორწინების პირობების თანახმად ქრისტიანად დარჩენა შეეძლო ქორწინების შემდეგაც. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე თამარი სულ მალე სულთნის უსაყვარლეს ცოლად იქცა, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები და მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც სცადეს უფროსი ცოლით მეთაურობით. განრისხებულმა ხუსრევ II პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

თამარს და ხუსრევ II ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც რუმის სულთანმა მემკვიდრედ გამოაცხადა.

რუსუდან მეფის უღირსი საქციელის წყალობით თამარი მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. რუსუდანმა თამართან გაგზავნა ლაშა–გიორგის შვილი დავით ულუ და თამარს მისი მოკვლა უბრძანა. თამარმა არათუ არ შეასრულა დედის მოთხოვნა, ბიძაშვილი სრულ კომფორტში ჰყავდა. განრისხებულმა რუსუდანმა შვილს ბიძასვილის საყვარლობა დააბრალა. გააფთრებულმა სულთანმა ცოლი ისე სცემა, სიკვდილის პირამდე მიიყვანა, დავითი კი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ ხუსრევ II ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებლად ისლამი მიეღო.

როცა ხუსრევ II აბანოში მოკლეს, მის დახრჩობაში დიდი წვლილი მის პირველ ვეზირს ფერვანეს მიუძღოდა. ხუსრევის გარდაცვალების შემდეგ რუმის სულთანი და პატრონი ფერვანე გახდა, რომელმაც ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზე. ახალ სულთანს სიგიჟემდე უყვარდა დედოფალი, ყველა სურვილს უსრულებდა და ანებივრებდა.

1277 წელს მონღოლმა ნოინებმა გურჯი ხათუნის მეუღლე ფერვანე მოკლეს და დედოფალი იძულებული გახდა ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ხუსრევის შვილი მოკლეს. შვილის სიკვდილმა თამარი საბოლოოდ გატეხა წელში. მისი ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წყაროები დაუდასტურებელია.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0