x
მეტი
  • 28.02.2025
  • სტატია:140620
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513455
მამაკაცი ყოფილი თანაკლასელის დედაზე დაქორწინდა
image

იაპონიაში, 32 წლის მამაკაცი სიძუოკის პრეფექტურიდან დაქორწინდა ყოფილი თანაკლასელის, 53 წლის დედაზე. ამის შესახებ Oddity Central იტყობინება.



ისამუ ტომიოკამ დაახლოებით 20 წლის წინ პირველად ნახა მადორი, როდესაც ის სკოლაში მივიდა მშობელთა კრებაზე. მაშინ მან აღნიშნა, რომ თანაკლასელის დედა ძალიან ლამაზი იყო. 20 წლის შემდეგ იგი შემთხვევით შეხვდა მიდორის და აღფრთოვანდა მისი „მოწიფებული და ღირსეული“ გარეგნობითა და ქცევით. იგი დაუკავშირდა ყოფილ თანაკლასელს, რათა დედამისი ვახშამზე დაეპატიჟებინა.


ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს მხოლოდ მისი ქალიშვილის თანაკლასელთამ შეხვედრა იყო და ძალიან გაუკვირდა, როცა ტომიოკამ აღიარა რომ შეუყვარდა. "რა სისულელეებს ლაპარაკობ?" – ასე უპასუხა ქალიშვილის კლასელს მადორიმ.



მიუხედავად ამისა, ისამუ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ეპატიჟებოდა პაემნებზე ქალს, თუმცა თავიდან მიდორი კატეგორიულ უარზე იყო.

image

იაპონელი ქალი ფიქრობდა, რომ 21 წლით უმცროს მამაკაცთან შეხვედრა შეუფერებელი იყო. თუმცა, იმ დროს იგი განქორწინების გამო, რთულ პერიოდს განიცდიდა და ტომიოკა დაეხმარა მის გადატანაში. ბოლოს მიდორის ქალიშვილმაც კი უთხრა, რომ მათი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო. ერთადერთი, ვინც ეწინააღმდეგეობოდა ასეთ შეხვედრებს, მისი მშობლები იყვნენ. „ახლა ბებია ხარ.განქორწინების შემდეგ, სანამ ასეთ უჩვეულო ურთიერთობას დათანხმდები, კარგად უნდა დაფიქრდე“, – ეუბნებოდა მიდორის დედა.

თუმცა ტომიოკამ მომავალ სიდედრს და სიმამრს აუხსნა, რომ სიყვარულში ნორმალური და არანორმალური არ არსებობს. გარდა ამისა, მან საყვარელ ქალს 38 მილიონი იენის (225 000 აშშ დოლარი) ღირებულების სახლი უყიდა. 32 წლის ტომიოკა და 53 წლის მიდორი საბოლოოდ დაქორწინდნენ 2024 წლის ივლისში.

image

0
121
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0