x
მეტი
  • 26.02.2025
  • სტატია:140573
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513388
რას გეუბნებიან თითები
image

ცნობილია, რომ პიროვნებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური, გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორების გარკვეული ნაზავი, შეიძლება ითქვას მათი კომპლექსური კომბინაცია და არ შეიძლება პიროვნული თვისებები ზუსტად განისაზღვროს ფიზიკური მახასიათებლებით, მაგალითად, როგორიცაა თითის სიგრძე. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სხვაგვარად ფიქრობს.


ფსევდომეცნიერული კონცეფციის საფუძველზე, რომელსაც ეწოდება "თითების თანაფარდობა" და რომელიც განსაკუთრებით ფოკუსირებულია საჩვენებელი თითისა (2D) და არათითის (4D) თანაფარდობაზე, ადვილად შეიძლება განისაზღვროს პიროვნების გარკვეული ასპექტები.


ზოგიერთი ინტერპრეტაცია ასე გამოიყურება:


გრძელი არათითი (რომელსაც ზოგჯერ უსახელო თითსაც უწოდებენ) ხშირად ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, რისკიანები არიან, თავდაჯერებულები და მაღალი თვითშეფასება აქვთ. გარდა ამისა, ითვლება, რომ ეს ხალხი კონკურენტუნარიანი, ამბიციური და კომუნიკაბელურია.

არათითზე უფრო გრძელი საჩვენებელი თითი კი ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც არიან თანამგრძნობი, ემპათიური, კომუნიკაბელური და მზრუნველი. ეს ადამიანები კონფლიქტებს ერიდებიან.

თანაბარი სიგრძის არათითი და საჩვენებელი თითი მიუთითებს პიროვნებებზე, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ თავდაჯერებულობისა და თანაგრძნობის კომბინაცია, გამოავლინონ როგორც კონკურენტუნარიანი, ისე თანამშრომლობითი ქცევა გარემოებიდან გამომდინარე.


Different type of fingers Meaning


უნდა ითქვას, რომ მეცნიერები ამ საკითხით დაინტერესდნენ და არსებობს დამაჯერებელი მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის საჩვენებელი თითისა და არათითის სიგრძეთა თანაფარდობას დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს და შეიძლება სხვადასხვა ქცევითი და პიროვნული მახასიათებლების ინდიკატორად ჩაითვალოს.


მეცნიერთა თქმით, არათითსა და საჩვენებელ თითს შორის თანაფარდობა, ანუ მათი სიგრძე, ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში განისაზღვრება და ის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის რაოდენობაზეა დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი ტესტოსტერონი გროვდება ბავშვის ორგანიზმში მუცლად ყოფნის პერიოდში, მით უფრო გრძელია მისი არათითი საჩვენებელ თითთან შედარებით.


როგორც კვლევებმა აჩვენა, დაბალი 2D:4D თანაფარდობა, ანუ საჩვენებელზე გრძელი არათითი, ახასიათებთ წარმატებულ პროფესიონალ სპორტსმენებს. თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს თავისებურება შეიძლება აგრესიული ქცევისა და დესქტურქციის მაჩვნებელიც იყოს და „ბნელი ტრიადის“ სხვა თვისებებზეც მიანიშნებდეს, როგორიც არის ნარცისიზმი, მაკიაველიზმი და ფსიქოპათია.


image

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0