საქართველო "როგორც ამბობენ, თავზე დაახურა"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე გუშინ, 21:52 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:"ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს იშვიათი მინერალების ერთობლივი მოპოვება. ტრამპმა გაუგზავნა ფინანსთა მინისტრის ხელით ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ იშვიათი მინერალების, არამედ მთელი ბუნებრივი რესურსების ( ნავთობი, გაზი და ა. შ. ) მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების ნახევარს. ეს კიდევ არაფერი-უკრაინის ინფრასტრუქტურისა და პორტების კონტროლს და იქიდან მისაღებ შემოსავლებს, მანამ, სანამ ეს შემოსავლები არ მიაღწევდა 500 მილიარდ დოლარს.ფაქტობრივად, უკრაინელების რამდენიმე თაობას ხარკი უნდა ეხადა ამერიკისათვის.რალური დახმარება, რომელიც უკრაინამ მიიღო ამერიკიდან ომის ამ სამი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს, როგორც იარაღის, ასევე საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. ეს იყო იყო გრანტი. ტრამპის ადმინისტრაციას უნდა, რომ აღნიშნული საჩუქარი აღიარებინოს უკრაინას ვალად, თანაც სამნახევარჯერ მეტად, 350 მილიარდი დოლარის ოდენობით.როგორც ამბობენ, ზელენსკიმ ამერიკის ფინანსთა მინისტრს თავზე დაახურა და ხელცარიელი გაისტუმრა უკან. თუ რა მოჰყვა ამას ტრამპის მხრიდან, კარგად ვიცით.რა მოხდება ომის შემდეგ არავინ იცის. ომში გამარჯვებული ჩერჩილი არ აირჩიეს ბრიტანელებმა. მთავარია ომი შეწყდეს, ზელენსკის კი ისტორია მიუჩენს საუკეთესო ადგილს მის ფურცლებზე.ზოგი დასავლელი პოლიტიკოსი უკვე დღესვე აღიარებს მას ჩერჩილის დონის ფიგურად.საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს. რეიგანიც საშუალოზე დაბალი დონის “კომენდიანტი” იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ბოროტების იმპერიის” დაშლაში."- ვკითხულობთ რომან გოცირიძის პოსტში.152 შეფასება არ არის |