საქართველო
“მინდა იცოდეთ, რა მოხდება...." - რას წერს გია ხუხაშვილი
გუშინ, 18:28

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ წერს:
"ვიცი, რომ “ბიძინას მოწმეებს” პატრონმა თავზე რომ დააკ**ოს, მაინც იტყვიან – მართალია ყარს, მაგრამ ალბათ გაყინვა გვემუქრებოდა და გაგვათბო. მადლობა, ბატონო ბიძინაო!
ვალდებული ვარ, ვცადო მათ ცნობიერში თუ ვერა, ქვეცნობიერში მაინც შევაღწიო და პატარა სანთელი დავანთო. მინდა იცოდეთ, რა მოხდება იანვრიდან დაწყებული, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა:
1. ეკონომიკა – პრაქტიკულად შეწყდება არა მხოლოდ დასავლური დახმარებები, არამედ პირდაპირი ინვესტიციები. შესაბამისად, ერთადერთ სისტემურ “ინვესტორად” მოგვევლინება რუსეთი. ანუ, მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია. რაღაც დოზით გაზავდება თურქული, ირანული და ჩინური აქტივობებით.
2. პოლიტიკა – დასავლეთი არ ცნობს არსებულ ხელისუფლებას. შესაბამისად, მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო იქნება რუსეთი. ანუ, მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური ოკუპაცია. რაღაც დოზით გაზავდება თურქული, ირანული და ჩინური აქტივობებით.
3. კულტურა და განათლება – დასავლური კულტურის და განათლების დემონიზაცია პიკს მიაღწევს. შესაბამისად, გარდაუვალია რუსული კულტურული და საგანმანათლებლო ექსპანსიის გაძლიერება, რაც ამ სფეროების ოკუპაციით დასრულდება.
რაღაც დოზით გაზავდება თურქული, ირანული და ჩინური აქტივობებით. ასე მარტივად და ბუნებრივად აღმოვჩნდებით რუსული ჭაობის განუყოფელი ნაწილი…" – წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.