საზოგადოება როცა სიტყვებმა დაკარგეს ფასი და იქცნენ ბლა-ბლა-ბლა-ბლა-ბლად! დღეს, 1:13 ![]() ამჩნევთ, რომ სიტყვები და საქმეები ძალიან დაშორდა ერთმანეთს? სიტყვებმა დაკარგეს ფასი, არადა, პირველითგან იყო სიტყვაი, და სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი" ანუ როგორც არასდროს, ისე დაკარგა ადამიანმა ღმერთი და მასტან ერთად სიტყვები გახდა მრავალი, მაგრამ უშინაარსო! ადამიანების სიტყვები და მოქმედებებირომ განსხვავდება ერთმანეთისგან, ამის მიზეზები შეიძლება ბევრი მიზეზით აიხსნას. პირველი უკვე ვთქვით. ახლა მივყვეთ და ჯერ ფსიქოლოგიური მიზეზები მიმოვიხილოთ. დავარქვათ თითოეულს მისი სახელი. კოგნიტური დისონანსი – როცა ადამიანი ერთ რამეს ამბობს, მაგრამ მეორე რამეს აკეთებს, ეს ხშირად შინაგანი წინააღმდეგობის შედეგია. შიში და თვითგადარჩენა – ზოგჯერ ადამიანები სხვებს ისეთებად აჩვენებენ თავს, როგორებსაც მათგან ეს სხვები ელიან, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად მოქმედებენ. გაუცნობიერებელი მოტივები – ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ რაღაც უნდათ, მაგრამ მათი ქვეცნობიერი სულ სხვა მიმართულებით მიაქანებთ. ახლა სოციალურსაც ვუჩქმიტოთ. სოციალური ნორმები და მოლოდინები – ადამიანები ხშირად ამბობენ იმას, რაც საზოგადოებაში მისაღებია, მაგრამ პირად სივრცეში სხვანაირად იქცევიან. პოლიტიკური და დიპლომატიური სიფრთხილე – განსაკუთრებით ხელმძღვანელების, პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების შემთხვევაში, სიტყვები შეიძლება აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდეს მოქმედებებს ყველაზე საინტერესო მაინც ფილოსოფოსთა შეხედულებებია ამასთან დაკავშირებით. მოდით, ცნახოთ, როგორ ხსნიან ამ ფაქტს ფილოსოფიის კორიფეებიL ფრიდრიხ ნიცშე თვლიდა, რომ ადამიანი ხშირად მალავს თავის ნამდვილ მოტივებს და ამბობს იმას, რაც უფრო „კარგად ჟღერს.“ ჟან-პოლ სარტრი მიიჩნევდა, რომ ადამიანი „თეატრალურ როლებს“ თამაშობს და სიტყვებით ქმნის ილუზიას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. სხვათა შორის, ამერიკელ სოციოლოგს, ირვინ გოფმანს, რომელმაც შექმნა მსახელმძღვანელო " თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში", აქვს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი მოსაზრება " ცხოვრება სცენაა", და ის მოუწოდებს ადამიანებს, ითამაშონ. სხვაგვარად წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ. გოფმანს მიაჩნია, რომ ის, ვინც დაბალი რანგის "მსახიობია" ვერასდროს გახდება ხელისუფალი. აი, მთელი ეს პოზები ემსახურება ხალხის გამოთაყვანებასა და მხარდამჭერების გაცენას. ანუ ხალხით მანიპულირებას. არადა, საქართველოში სიტყვას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა! სიტყვა ქართულ კულტურაში არამხოლოდ კომუნიკაციის საშუალება იყო, არამედ პატიოსნების, ღირსებისა და ადამიანის ზნეობის საზომიც გახლდათ. ქართველ კაცს, როცა სიტყვას იტყოდა, იგი საკუთარ ღირსებას უტოლდებოდა. სიტყვიდან გადახვევა მოურიდებლობად, უსინდისობად და ლაჩრობად ითვლებოდა. რატომ იყო სიტყვა ასეთი მნიშვნელოვანი? პატიოსნება და ღირსება – კაცი, რომელიც სიტყვას იძლეოდა და არ ასრულებდა, კარგავდა სახელსა და ავტორიტეტს. სამართლებრივი ძალა – შუა საუკუნეების საქართველოში, განსაკუთრებით ფეოდალურ საზოგადოებაში, სიტყვას ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორც წერილობით შეთანხმებას. სოციალური როლი – სიტყვაზე დგომა საზოგადოებაში ნდობას და ურთიერთპატივისცემას აყალიბებდა. ფიცის მნიშვნელობა – კაცს შეეძლო უბრალოდ ეთქვა "გეფიცები", და ეს საკმარისი იყო მის სიმართლეში დასარწმუნებლად. თუ ვინმე სიტყვას გასცემდა და არ შეასრულებდა, ეს იყო სირცხვილი და საზოგადოებიდან გარიყვის მიზეზიც კი ხდებოდა. „ვეფხისტყაოსანში“ სიტყვის მიცემა მთავარი გმირების ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა. მეფეები ფიცს დებდნენ ღმერთისა და ხალხის წინაშე, და ამ ფიცის გატეხა სახელმწიფოს უბედურებად შეიძლებოდა ქცეულიყო. თანამედროვე პერსპექტივა- ბლა-ბლა-ბლა-ბლა! სრული სიცარიელე! თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, მისი მოწინააღმდეგეები, დიდებულები, ცდილობდნენ მისთვის მეუღლის არჩევას. მაგრამ თამარმა პირადად დადო სიტყვა, რომ არჩევანს ქვეყნისთვის სასარგებლოდ გააკეთებდა. როდესაც მან დავით სოსლანზე შეაჩერა არჩევანი, ეს მხოლოდ პოლიტიკური კავშირი არ ყოფილა, არამედ საკუთარი სიტყვის დაცვა. დღეს პოლიტიკასი- ბლა-ბლა-ბლა-ბლა! დემეტრე II თავდადებული მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. 1288 წელს, როდესაც მონღოლებმა იგი დაიბარეს, მას შეეძლო გაქცეულიყო და თავი გადაერჩინა. მაგრამ მან სიტყვა დადო ქართველი ხალხის წინასე, რომ მონღოლებს შეუერთდებოდა განსაცდელის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მონღოლებმა იგი მაინც სიკვდილით დასაჯეს. დღეს პოლიტიკაში- ბლა-ბლა-ბლა-ბლა! გიორგი მეთორმეტემ, საქართველოს უკანასკნელმა მეფემ, სიტყვა მისცა რუსეთს, რომ სამეფოსთან ითანამშრომლებდა. თუმცა, რუსეთის იმპერიამ თავად გატეხა სიტყვა და 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო ანექსია მოახდინა. გეორგიევსკის ტრაქტატის არცერთი პუნქტი არ შეასრულა რუსეთმა. ალბათ, გადადგებები და სიტყვის გატეხვების უპატივცემლობა ქარტულ პოლიტიკასი რუსი პოლიტიკოსებისგან "გადმოინფექციავდა". სიდონია, სვეტიცხოვლის ლეგენდის მიხედვით, იყო ქალი, რომელმაც ქრისტეს კვართი ჩაიხუტა და ისე გარდაიცვალა. მოგვიანებით, მისი საფლავზე აშენდა სვეტიცხოველი. ხალხში ვრცელდებოდა აზრი, რომ წმინდა ადგილებს "სიტყვასავით სიწმინდე" უნდა ჰქონოდა, და ვინც ტაძრის მშენებლობაზე სიტყვას იტყოდა, მას უკან აღარ წაიღებდა დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ბლა-ბლა-ბლა-ბლა! უფლისციხის სამართალი – ითვალისწინებდა სიტყვაზე დადებულ გარიგებას. ვარძიის მონასტრის დოკუმენტები – მეფეები სიტყვას დებდნენ, რომ მონასტერს არ შეეხებოდნენ. დღეს ქვეყნის უზენაეს კანონში - კონსტიტუციაში ჩაწერილ სიტყვებს აქვთ ზალა და ფასი- ბლა-ბლა-ბლა-ბლა!დღეს პოლიტიკაში, ბიზნესში, პირად ურთიერთობებში – დაპირებები ხშირად უსაფუძვლო სიტყვებად რჩება. რა მოხდა? რატომ დაკარგა სიტყვამ ძალა? სად წავიდა ქართული ტრადიცია, რომელიც სიტყვას ღირსებასთან აიგივებდა?დღეს იმდენი დაპირება და განცხადება ისმის, რომ ხალხი აღარ ენდობა. ლიდერები სიტყვას იძლევიან, მაგრამ ხშირად არ ასრულებენ, რადგან შედეგებზე პასუხისმგებლობა ნაკლებად აქვთ. ძველად სიტყვას ფიცის ძალა ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და იურიდიული გარანტიებით წყდება, მაგრამ აღარც მათ აქვთ ფასი. უკრაინას ბირთვულ იარაღზე 5-მა სახელმწიფომ ათქმევინა უარი მემორანდუმის გაფორმებით და დღეს ხუთივემ დაიგნორა. საზოგადოებრივი ზნეობა შეიცვალა, ხშირად პირადი სარგებელი წინ დგას. სიტყვას ძალიან სწრაფად შეუძლია დაკარგოს ფასი, რადგან ყველაფერი მუდმივად იცვლება.. 3 შეფასება არ არის
|