x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140518
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513360
90-იანი წლების სუპერმოდელები დღეს- როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ დიდების შემდეგ ცნობილი ვარსკვლკავები?

image

დრო დაუნდობელია და მის გავლენას ვერ გაექცევიან ლეგენდარული სუპერმოდელებიც კი, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს 90-იან წლებში. ისინი კვლავ რჩებიან სტილის ხატებად. მათი იმიჯი და გავლენა კვლავ შთააგონებს მოდის დიზაინერებს და გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში. მათ დაამტკიცეს, რომ სილამაზემ არ იცის დროის ლიმიტები და რომ სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგაც კი შეგიძლია იპოვო გზა თვითრეალიზაციისა და შემოქმედებისკენ. როგორ გამოიყურებიან ეს საკულტო ლამაზმანები და რას აკეთებენ ისინი ახლა?

ლინდა ევანგელისტა (59 წლის)



ლინდა ევანგელისტა.

ლინდა ევანგელისტა.




პოდიუმზე ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ლინდა მოდელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. როდესაც გოგონა 12 წლის იყო, დედამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კონკურსში "ახალგაზრდა მის ნიაგარას" მონაწილეობის მისაღებად, სადაც იგი შენიშნა Elite სამოდელო სააგენტოს სკაუტმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ლინდა გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს. მალე გოგონა პარიზში მიიწვიეს და მისი კარიერა სწრაფად განვითარდა.

ლინდა ევანგელისტა 80-90-იან წლებში პოდიუმის ვარსკვლავი იყო. მან მონაწილეობა მიიღო Versace-ს, Chanel-ის, Calvin Klein-ის და მრავალი სხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, მაგრამ 2016 წელს მან მოულოდნელად შეწყვიტა კარიერა. სხვათა შორის, ის იყო ერთადერთი სუპერმოდელი "დიდი ექვსეულიდან", რომელიც 2017 წელს ვერსაჩეს ჩვენებაზე არ გამოჩენილა.

2021 წელს მოდელმა საბოლოოდ დაარღვია დუმილი ექსკლუზიური ფოტოსესიით და ინტერვიუში ჟურნალ People-ისთვის, სადაც ისაუბრა კოსმეტიკურ პროცედურაზე, რამაც გამოიწვია არაპროგნოზირებადი შედეგები და გარეგნობის დაკარგვა. ახლა ლინდა ცდილობს აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ის ბიზნესითაა დაკავებული და 18 წლის ვაჟს ზრდის.


სინდი კროუფორდი (58 წლის)




სინდი კროუფორდი.

სინდი კროუფორდი.




სინდი კროუფორდის ისტორია ამერიკული ოცნების კლასიკური მაგალითია. სიმინდის მინდვრებში მუშაობისას გოგონა ფოტოგრაფმა ვიქტორ სკრებნესკიმ შეამჩნია, რომელმაც სამოდელო კარიერა შესთავაზა. სინდიმ სწრაფად მოიგო საზოგადოების გული და გახდა 80-90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელი. Reebook-თან კონტრაქტმა მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და მთელი ფიტნეს ინდუსტრიის სახე გახადა.

სინდი კროუფორდი არა მხოლოდ იდეალური მოდელია, არამედ ნიჭიერი მსახიობიც. მან მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტ ფილმსა და სერიალში, ასევე იყო MTV-ის შოუს "House of Style" წამყვანი. დღესდღეობით სინდი იშვიათად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანებზე, მაგრამ სიამოვნებით აზიარებს თავის ფოტოებს სოციალურ ქსელებში. 26 წელია, მოდელი ბედნიერად არის დაქორწინებული ყოფილ მოდელ რენდ გერბერზე, რომელთანაც შვილს პრესლის და ქალიშვილ კაიას ზრდის. სხვათა შორის, ბავშვები აგრძელებენ მშობლების ოჯახურ ტრადიციებს და ასევე გახდნენ მოდელები.


ჰელენა კრისტენსენი (55 წლის)



ჰელენა კრისტენსენი.

ჰელენა კრისტენსენი.




ჰელენა კრისტენსენის ოცნება, გამხდარიყო მოდელი, ბავშვობაში დაიწყო და იგი დაჟინებით მისდევდა მას. 19 წლის ასაკში გახდა მის დანია, რამდენიმე წლის შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელი . მისმა უნიკალურმა სტილმა, მკვეთრმა იერმა და გრაციოზულობამ მიიპყრო წამყვანი დიზაინერების ყურადღება. იგი გახდა ჯანი ვერსაჩეს მუზა, მონაწილეობდა მრავალ შოუში და ფოტოსესიაში. ჰელენა მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel, Armani, Dior.

იგი გახდა მრავალი სარეკლამო კამპანიის სახე, სცადა ძალები კინოში, დაინტერესდა ფოტოგრაფიით, შექმნა კოსმეტიკის საკუთარი ხაზი და თავის დიდი ხნის მეგობართან Lief Sigersen-თან ერთად აწარმოებს Christensen & Sigersen-ის ტანსაცმლის ხაზს. გარდა ამისა, მოდელს მანჰეტენზე საკუთარი ანტიკვარიატი აქვს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. თუმცა, მას ჰქონდა რომანი ლეონარდო დიკაპრიოსთან, მაიკლ ჰატჩინსთან და ნორმან რიდუსთან, რომელთანაც ჰელენას ერთადერთი ვაჟი, მინგუს ლუსიენი შეეძინა.


ნაომი კემპბელი (54 წლის)



ნაომი კემპბელი.

ნაომი კემპბელი.




15 წლის ასაკში ნაომი კემპბელი სამოდელო სააგენტოს სკაუტმა შეამჩნია პარკში სეირნობისას. ეს შეხვედრა გახდა მისი წარმოუდგენელი კარიერის საწყისი წერტილი. 16 წლის ასაკში ის უკვე იპყრობდა პარიზს და 1986 წელს Elle-ს გარეკანზე მისმა ფოტომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მოდის სამყაროში. ნაომი გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც გამოჩნდა ჟურნალების Time-სა და Vogue-ის გარეკანზე. განსაკუთრებული მოქნილობისა და გასაოცარი გარეგნობის გამო, მოდელმა მიიღო მეტსახელი "შავი პანტერა".

90-იანი წლების ბოლოს ნაომიმ მიაღწია თავისი დიდების პიკს და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში. წლების განმავლობაში მისი გავლენა არ შემცირებულა. კემპბელი აგრძელებს თანამშრომლობას წამყვან დიზაინერებთან, დემონსტრირებით მისი დაუსრულებელი გატაცება მოდისადმი. მან ასევე შექმნა საკუთარი ბრენდი Naomi Campbell, გამოუშვა ტანსაცმლისა და სუნამოების ხაზი და ასევე ცდილობს მსახიობობას. გარდა ამისა, ნაომი ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში, ეხმარება ბავშვთა ფონდების განვითარებას და სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლას.



კლაუდია შიფერი (54 წლის)




კლაუდია შიფერი.

კლაუდია შიფერი.




სკოლის წლებში კლაუდია სწავლით იყო დაკავებული და განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა. თავისუფალ დროს იგი დაინტერესებული იყო მუსიკით და ბალეტით, ამიტომ კლაუდია არც კი ფიქრობდა მოდელის კარიერაზე. გოგონა ჩაირიცხა მიუნხენის უნივერსიტეტში და სურდა გამხდარიყო პროფესიონალი იურისტი, როგორც მამამისი.

1987 წელს დიუსელდორფის ღამის კლუბში 17 წლის კლაუდია სამოდელო სააგენტოს დირექტორმა მიშელ ლევატონმა შენიშნა. მან დაარწმუნა კლაუდიას მშობლები, რომ მათი მშვენიერი ქალიშვილი პარიზში უნდა წასულიყო ქასთინგზე. კლაუდიას არ სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების მანამ, სანამ 1988 წელს არ დაინახა თავი ჟურნალ Elle-ს გარეკანზე. ამის შემდეგ მოდელმა გააფორმა კონტრაქტი შანელის სახლთან და სახლის დირექტორის, კარლ ლაგერფელდის მუზა გახდა. საინტერესოა, რომ შიფერი შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მოდელი, რომელსაც რეკორდი აქვს ჟურნალის გარეკანებზე ფოტოების რაოდენობით.

დღესდღეობით, კლაუდია იშვიათად ჩნდება პრიალა ჟურნალებში ან პოდიუმზე, მან დაიწყო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკური საშუალებების და სათვალეების წარმოება. გარდა ამისა, მოდელი ჩართულია ფილმების გადაღებებში, მაგალითად, მისი იდეა იყო "Kingsman: The Golden Circle", რომელიც გადაიღო მისმა მეუღლემ, რეჟისორმა მეთიუ ვონმა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი კასპარი და ორი ქალიშვილი კლემენტინი და კოსიმა.



ქეით მოსი (50 წლის)



ქეით მოსი.

ქეით მოსი.




14 წლის ასაკში, როგორც ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე, ქეითი შვებულებაში შენიშნა სარა დუკასმა, ლეგენდარულმა მოდელის კასტინგის აგენტმა. ახალგაზრდა გოგონაში რაღაც განსაკუთრებული რომ დაინახა, სარამ ის ქასთინგზე მიიწვია. და სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ მოსმა დაამშვენა მოდის ჟურნალის Face-ის ყდა, რაც მისი თავბრუდამხვევი კარიერის დასაწყისი იყო. 1992 წელს კალვინ კლაინმა, იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა, შესთავაზა ქეითს კონტრაქტი შთამბეჭდავი თანხით - 4 მილიონი დოლარი.

მიუხედავად მისი 1, 68 მ სიმაღლისა, რომელიც არ ჯდებოდა მოდელის სტანდარტებში, ქეით მოსმა რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში. მან გაანადგურა სილამაზის ტრადიციული წარმოდგენები, დაამტკიცა, რომ მოდა შეიძლება თავისუფალი იყოს დადგენილი კანონებისგან. მისმა წარმატებამ პოდიუმებისკენ გზა გაუხსნა ახალგაზრდა, დაბალ და გამხდარ გოგონებს, მათ შორის თინეიჯერებს. ეს იყო საზოგადოების გამოწვევა და ქალის სილამაზის აღქმის ცვლილება.

2000-იანი წლების დასაწყისში მოდელი შეხვდა ჯეფერსონ ჰეკს, ჟურნალ Dazed & Confused-ის გამომცემელს და 2002 წელს შეეძინა ქალიშვილი, ლილა გრეისი. 2011 წელს მოდელი დაქორწინდა მუსიკოს ჯეიმი ჰინჩზე, მაგრამ ეს კავშირი მხოლოდ 5 წელი გაგრძელდა. ქეით მოსი ამჟამად ხვდება გერმანელ არისტოკრატ ნიკოლაი ფონ ბისმარკს.

(46 წლის)

ლაეტიტია კასტა.




ლეტიცია კასტა ბავშვობიდან ოცნებობდა შოუბიზნესში მოხვედრაზე. 15 წლის ასაკში მისი ოცნება ახდა: ფოტოგრაფმა ფრედერიკ კრეკომ, რომელმაც შეამჩნია გოგონას განსაკუთრებული ქარიზმა, ის ქასთინგზე მიიწვია. მამამისი, თუმცა არ იყო დარწმუნებული ქალიშვილის წარმატებაში, იგი პარიზში წაიყვანა. მალე ლეტიციამ მონაწილეობა მიიღო Guess-ის ჯინსების სარეკლამო კამპანიის გადაღებებში, 18 წლის ასაკში კი უკვე საცვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის Victoria's Secret-ის წამყვანი მოდელი გახდა. კაშკაშა და ხალისიანი ლეტიცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი მსოფლიოში.

იგი გამოჩნდა მრავალი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, დაწყებული L'Oréal Paris-დან Dolce & Gabbana-მდე. მისმა გასაოცარმა გარეგნობამ და უნიკალურმა სტილმა იგი არა მხოლოდ მოდელად, არამედ სტილის ხატად აქცია. სხვათა შორის, ლაეტიცია კასტა სამოდელო ბიზნესით არ შემოიფარგლა. მან ითამაშა ფილმებში, მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში და ასევე გახდა აქტიური საზოგადო მოღვაწე, მხარს უჭერდა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს.

ლეტიცია ოთხი შვილის დედაა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი სამი წლის წინ მსახიობ ლუი გარელს შეეძინა, რომელთანაც 2017 წლიდან არის დაქორწინებული. 46 წლის მოდელი კვლავ ლამაზი, გამხდარი და ენერგიით სავსეა. მას არ ეშინია ექსპერიმენტების, ყოველთვის ღიაა ახალი ნივთებისთვის და შთააგონებს გარშემომყოფებს.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0