x
მეტი
  • 24.02.2025
  • სტატია:140483
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513320
" ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?"-ერეკლე დეისაძე ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს,სადაც ომისკენ მოგვიწოდებს
image

მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში ტანკით გასეირნებაზე“ წერს.


დეისაძე საზოგადოებას მიმართავს - „ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?“

„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს. მეორე საკითხია ომისგან ტრავმირებული მოსახლეობის შიშებს მთავრობა როგორ ანოყიერებს და თქვენ როგორ უწყობთ ამაში ხელს სხვა პრობლემების გადასაფარად, მაგრამ რამე ისწავლეთ? მაგალითად გუშინ ამ ჟელიბონმა დიქტატორი ეძახა თქვენს გმირს და შემდეგი ჩართვა როდის უწევს რუსთაველის დიდ ეკრანზე? P.s. აქვე ყველას დედას შ@@@@ი ვინც სხვას მოუწოდებს ომში თავგანწირვისკენ და თვითონ ფრონტის ხაზზე არ იმყოფება. ვისაც სხვა ქართველების სისხლით უნდა პირადი კეთილდღეობა და თავისუფლება“, - წერს ერეკლე დეისაძე.




შეგახსენებთ გონჩარენკოს პოსტს:


ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ.
დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ.
პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს.
ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს.
მიდი, საქართველო. დროა."
image
0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0