საქართველო "ვიცი არ მოეწონება ზოგიერთს, მაგრამ უნდა დავწერო"- რას წერს თაკო ჩარკვიანი გუშინ, 19:04 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის, ირაკლი ალასანიას საჯარო სივრცეში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩენას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:"ახლაც ვიცი არ მოეწონება ზოგიერთს, მაგრამ უნდა დავწერო უეჭველად: ირაკლი ალასანია მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს ….ერთი ფაქტია, უდიდესი პრეცენდენტი მოხდა სტრასბურგი მოიგო ირაკლი ალასანიამ და უდანაშაულოდ დაჭერილმა ხალხმა ( გახმაურებულ ტრაქტორების საქმეზე), მე ეს საქმე კარგად ვიცი და მახსოვს, რადგან ერთ-ერთი პირველი (თუ პირველი არა), ვინც ამ ხალხის უდანაშაულობაზე რამდენჯერმე ღიად ვისაუბრე სხვადასვა ტვ ეთერში მათ შორის ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში ვისაუბრე და ტვ იბერიაზე და დაიწყო კიდეც ჩემს მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ თავდასხმები, (მაშინ ჯერ ცოტა -თითზე ჩამოსათვლელი იყო ოპოზიციაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ).ეს ის საქმეა ივანიშვილის მთავრობამ უდანაშაულოდ რომ ჩაყარა ხალხი ციხეში, რადგან ალასანიამ საქართველოს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ( ეს ის დაცვაა -საჰაერო დაცვა, უკრაინა რომ ითხოვს ამდენი ხანია და ეს ხელმოწერა -ალასანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ახლაც ძალაშია) ამის საპასუხოდ და ალასანიას დასასჯელად დაიჭირეს უდანაშაულო ხალხი და უდანაშაულიდ ისხდნენ ციხეში.ახლა ამ ხალხმა -ამ ადამიანებმა ალასანიასთან ერთად სტრასბურგის სასამართლო მოიგეს -ეს მნიშვნელოვანი და უეჭველად აღსანიშნავი ფაქტია და დიდი მარცხი ივანიშვილის ხელისუფლებისა.ოპო არხებიდან მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს ეს უმნიშვნელივანესი ფაქტი, მაგრამ…….კვლავ უჭკუობა გვჭირს პოლიტიკურ ველზე, ქიშპობა, სამომავლოდ, სავარაუდო კონკურენციის “გათვლა” პოლიტიკანებისა -ვაი თუ პოლიტიკაში მობრუნდეს ალასანია და ა.შ……მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” თავზე ჩამოგვანგრია სახელმწიფო, დასავლეთის ლიანდაგიდან გადაიყვანა ქვეყანა და იზოლაციაში დატოვა და ამ “ოცნების ხელისუფლების" წინააღმდეგ ამხელა საქმე მოიგო უდანაშაულო ხალხმა სტრასბურგში, ჯერ ეს აღნიშნე, რაც კარგია აღნიშნე კაცო და მერე თქვი თუ რამე არ მოგწონს ვინ გიშლის, მაგრამ აღნიშნეთ -ფაქტი აღნიშნეთ ჯერ პოლიტიკოსებმა და ოპო ტელევიზიებმა!!!!!!!
|