x
მეტი
  • 24.02.2025
  • სტატია:140480
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513321
Bloomberg: უკრაინა უარზეა აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის ბუნებრივი რესურსები გაუზიაროს - კიევმა შესთავაზა 5-ჯერ ნაკლები
image

უკრაინის ხელისუფლება აპროტესტებს აშშ-ის მოთხოვნას 500 მილიარდიანი ერთობლივი ფონდის შექმნას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის მინერალური რესურსების ნაწილის ვაშინგტონისთვის გადაცემას. ამის შესახებ 22 თებერვალს Bloomberg-ი იტყობინება, ცნობილი უკრაინელი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილილეობს.


სპეციალური ფონდი ითვალისწინებს იმ თანხების ამოღებას, რომელიც აშშ-მ დახარჯა უკრაინის დასახმარებლად რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან . უკრაინა აცხადებს, რომ რეალური თანხა ხუთჯერ ნაკლებია და შეადგენს დაახლოებით 90 მილიარდ დოლარს, აღნიშნა წყარომ.


წყარომ ისიც დასძინა, რომ მოლაპარაკებებში დაბრკოლება შეიქმა იმაზეც, რომ, აშშ-მ არ შესთავაზა რაიმე გარანტია სამომავლო სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით.



უკრაინული რადიო NV-ის ცნობით, უკრაინამ მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი წინადადებები აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს წარუდგინა. „ადრე აშშ გვთავაზობდა ამ ფონდს 500 მილიარდ დოლარად, მაგრამ ჩვენ ახლა ეს წინადადება 100 მილიარდ დოლარამდე შევამცირეთ და კელოგს გადავეცი“, - თქვა გამოცემის წყარომ.


ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა და უკრაინულმა გამოცემა NV-მ 22 თებერვალს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების უფრო მკაცრი ვერსია შესთავაზა. მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მიიღებს მომავალი ფონდის 100%-იან წილს.

უკრაინის მინერალურ რესურსებზე წვდომის შემდეგ, აშშ ჰპირდება კიევს უსაფრთხოების გარანტიებს.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0