საბუნებისმეტყველო რა დაემართება ქათამს ენობრივ გარემოში ან ინტელექტუალთა სალონში რომ გადავიყვანოთ საქათმიდან დღეს, 4:32 ![]() ადამიანი- ვინაა ის? ეს ხომ ის არაა, რომელსაც უბრალოდ არ აქვს კუდი და უბრალოდ ორ ფეხზე დგას? არ აქვს ფრთები და ბუმბული, რადგან ასეთები უამრავია დამ სხვათა შორის, ორ ფეხზე დგას და ბუმბული არ აქვს კერგურუსაც. ადამიანი ესაა ტვინი, სპეციალური ტვინი, ძალიან რთული ტვინი, ურთულესი ნეირონული ქსელით. არაფერია ადამიანის ტვინზე რთული და ასევე იმ ენაზე რთული, რომელსაც ის წარმოქმნის. და შეიძლება პირიქითაც. თუ გინდათ დიდხანს და5რჩეთ ჯანსაღი ფქისიკით და არ გადაიქცეთ ბადრიჯნად, მაშინ ღირს დაკავდეთ რაიმე რთულით. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ შეიძლება წარმოადგენდეს სირთულეს. ვიღაცისთვის უმაღლესი მათემატიკა, ვიღაცისთვის უცხო ენების შესწავლა, ჩვენ არ ვსაუბრობთ აბსოლუტური გაგებით სირთულეზე, არამედ ისეთ სირთულეზე, რომელიც დაძლევადი და გადალახვადია. სირთულესთან შეჭიდებიოთ თქვენ ავარჯიშებთ თქვენს ნეირონულ ქსელს, ახალი კვალის გავლებას ახდენთ ტვინში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ახალი წერტილი ტვინში უერთდება ახალ წერტილს. ამაზე საუბრობდა ვატჩი დეტალურად. და მართლაც ფიზიკუყრად ხდება ამ კვალის გავლება. ზოგ ტვინს უბრალოდ გაუმართლა- ბებია ბაბუა იყვნენ კარგები, ვიღაცას კი თვიოთონ აქვს ძალიან კარგი ტვინი, სადაც ბიოქიმიური პროცესები მიდის სწრაფად და იმახსოვრებს ერთი წაკითხვით და სამუამოდ. სხვებს კი ხშირად სჭირდებათ ამ კვლებზე სიარული, რომ დაიმახსოვრონ. მაგრამ აქედან სარგებლობა ძალიან დიდია, რადგან ადამიანის ტვინი დაკავებულია ინტელექტუალური სამუშაოთი, არ აქვს მნიშვნელობა რა ინტელექტუალურით, მას მაინც მოაქვს დიდი ფიზიკური სარგებელი ანუ იყო ჭკვინიანი, ეს არა მხოლოდ კარგია, არამედ სასარგებლოა ტვინისთვის, ეს გეხმარება ალცჰაიმერი გადავწიოთ ათეული წლის იქით. სხვათა შორის, არსებბს მონაცემები, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ენას ფლობენ, ამ მხრივ უპირატეს მდგომარეობაში არიან. ისინი ურტულეს სამუშაოს აკეთებენ ტვინებით და არ ემუქრებათ ალცჰეიმერი. მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტი: იგი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ჩნდება კითხვა, გენების გამოა გავრცელებული, თუ ენების გამო? მაგალითად ინგლისურენოვან და ფრანგულენოვან ადამიანებში ძალიან ბევრი დისლექსიითაა ავად, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით როგორი ორთოგრაფია აქვთ მათ? ინგლისურად ვამბობთ ლივერპულს და ვწერთ მანჩესტერს- ეს ხუმრობით და ჰიპერბოლიზებულად. ვინც ფრანგულად და ინგლისურად საუბრობს, მათ საშინელი ორთოგრაფია აქვთ და განსხვავდება გამოთქმისგან. ამიტომ სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულიოს ტვინმა, გაძვრეს ამ ორთოგრაფიულ წესებს შორის, ძალიან განსხვავდება იმ ადამიანის ტვინისგან, რომელიც საუბრობს და წერს ქართულად ან ფინურად. ფინური ენაც ძალიან გამჭვირვალეა. აი, ისინი კი, ვინც სარგებლობს იეროგლიფებით, სულ სხვა სიტუაციაში არიან, რადგან ტვინისთვის ეს სრულიად სხვბა სამუშაოა. სამუშაო იეროგლიფენთან, სამუსაო გეშტალტებთან, სურათებთან. როცა ვკითხულობთ რასაც ვხედავთ, რომ ეს პატარა რაღაცები აკეთებენ და გამოსახავენ, ტვინი ინტენსიურად მუშაობს, ეს მძივების აწყობასავითაა, რომლითაც ყელსაბამად უნდა ააწყო განსაზღვრული თანმიმდევრობით ისე, რომ არაფერი აურიო, აი, დისლექსიით დაავადებულები კი აუცილებლად აურევენ. ადგილ-ადგილ ტოვებენ ნაწილებს, ამას ტოვებს მათი ტვინი. ეს სხვადასხვაგვარადაა მსოფლიოში და სხვადასხვა მიზეზით- კულტურული, ენობრივი და მსგავსი მიზეზებით. ეს კულტურული ფენომენია და ამასთანავე ბიოლოგიურიც. ფიზიკა-ქიმია.- მანდ ყველაფერი მოქმედებს, და რა თქმა უნდა ეფუძნება გენეტიკურ მექანიზმებს. ცოცხალი ქათამი რაც არ უნდა ენობრივ გარემოში მოვახვედროთ, ინტელექტუალური სალონი მას ვერ დაეხმარება ვერანაირად, რადგან მას არ აქვს შესაბამისი გენომი, რაც არ უნდა foxp2 ჰქონდეს, ანუ ენობრივი გენომი. ცხადია, რომ ეს ის არ არის. აი, რატომ ვიყენებთ კონვენციურ სემიოტიკურ მექანიზმებს. რას ნიშნავს ეს? კონვენციური ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებული ვართ. ანუ ჩვენ გვაქვს საგნები და შეთანხმებული ვართ, რომ ამ საგნებიდან რაღაცებს ჰქვია ჭიქები, რაღაცებს მაგიდები, რაღაცებს პეპლები. ჩვენ შეგვეძლო შევთანხმებულიყავით ნებისმიერ რამეზე და შეიძლებოდა ჭიქებისთვის დაგვერქმია სირაქლებმები. ეს შეთანხმების საკითხია. სხვა ენაზე მათ ჰქვიათ სხვა სახელები, ანუ ადამიანები სხვა სახელებზე შეთანხმდნენ ოდითგან! ისტორიის მანძილზე. სხვათა შორის სწორედ ასე იქმნებოდა მე-20 საუკუნეში ხელოვნური საერთაშორისო ენა ესპერანტო, რომელიც მალევე დაიკარგა, რადგან ის არ იყო ხანხგრძლივი ისტორიით განმტკიცებული ენა. საერთაშორისო ენად ინგლისურმა წამოიწია. ანუ ესეც შეთანხმების საკითხია. სემიოტიკა კი არის ნიშნები, სიმბოლოები. თუ მე ვლაპარაკობ შტირლიცზე, ვიხსენებ როგორ მიდიოდა ის ტყეში და მარცხნივ წითელი ყვავილები იყო შემოდგომაზე, მარჯვნივ კი გესტაპო. და თუ პირიქით, მაშინ შესაძლოა ამ ცნობილ ფილმში დარღვეული იყო რაღაც შწთანხმება. ეს სიმბოლოების( ნიშნების) საკითხია, რომელზეც შევთანხმდით და ჩვენს ტვინს შეუძლია ან უყვარს ამასთან მუშაობა, . ეს უბრალო ფუნქციები კი არაა, არამედ ეს ტვინის ასეთი სპეციფიკური უბედურებაა. ადამიანები არიან ის არსებები, რომელზეც ამბობენ «homo sapiens», და ეს ცოტაა. „ქვინსში“( მუსიკალური ჯგუფი) არიან მოლაპარაკე არსებები და ეს ჩვენი ბიოლოგიური ხელწერაა. ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვს ენა- ეს პირველი, საიდანაც იწყება ყველაფერი. მილიარდჯერ უფრო რთული. ენის სირთულე შეიძლება შეადარო თვითონ ტვინის სირთულეს. ეს ის არაა, რითაც როგორც ჩანს, ვიბადებით. მაგრამ ჩვენ ამ სამყაროში არ მოვდივართ იმ გენებით, რომელიც შეესაბამება ეროვნულ ენებს: უკრაინულს, ჰინდის ან ფინურს და რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით. მემკვიდრულია მხოლოდ უნარი, ფლობდე ამა თუ იმ ენას. გამოდის, რომ ადამიანი იბადება რაღაც კონკრეტული მოწყობილობით ტვინში, რომელიც საშუალებას აძლევს ქათმისგან და დანარჩენებისგან განსხვავებით, აითვისოს ადამიანური ენები ძალიან მოკლე დროში. ჩვენ ყოველთვის და ახლაც შეგვიძლია მოვისურვოთ და ნებისმიერი ენა ვისწავლოთ სწრაფად. ჩვენ ახლაც შეგვიძლია გამოვიგონოთ სიმბოლოები რაღაც ენისთვის: მე ვარ კუზრდა, ბოფსი, ჯიგვა, წორკა და ა.შ. ანუ ის, რაზეც წერს უდიდესი ლიგვისტი მე-20 საუკუნისა - ნაომი ჩომსკი: „თიხის წონა, ფიური და ლესლი, მწვანე იდეები, რომლებიც გააფთრებულად იძინებენ.“ სემანტიკის თვალსაზრისით, აზრი ნულია, გრამატიკულად- აბსოლუტურად გამართული, ასე რომ, ადამიანური ენის მთავარი თავისუბურება არის პროდუქტიულობა. ჩვენ შგვიძლია შევქმნათ და გავიგოთ ნებისმიერი ტექსტი, რომელიც ჯერ არავის წარმოუთქვამს არასდროს. ანუ თქვენ რაღაცას მოიფიქრებთ ახლა, რადგან მე ეს წარმოვთქვი და მე გავიგებ. რადგან მე მაქვს ალგორითმი და მივხვდები როგორ უნდა იყოს ორგანიზებული იგი. სიტყვა- ეს არსებითი სახელია, მაშინაც კი თუ ის არ არსებობს დედამიწაზე. რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია ჩემს ტვინსა და ჩემს ენაზე. ენა აჩვენებს, როგორ აღვიქვამთ სამყაროს და ის აღიქმება სხვადასხა ენების მიერ სხვადასხვაგვარად. მაგალითად. რამდენიმე ენაში არაა განსაზღვრული კატეგორიები, ან ინგლისურში არის სიტყვა "blue", რომელიც ნიშნავს ცისფერსაც და ლურჯსაც. ეს უბრალო მაგალითია. ანუ სხვადასხვა ენა სხვადასხვაგვარად აღიქვამს და იღებს სამყაროს. ამიტომ მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა ცნობიერებები ეს როგორც სამი თვის ბავშვის სხვადასხვა ცნობიერებებია. ანუ იქამდე, სანამ იგი ლაპარაკს დაიწყებს, თუმცა უკვე დაბადებული ბავშვის. თუ მასთან დავიწყებთ თამაშს სიტყვიერად, მას უაქტიურდება ტვინის ზონები, რომელიც პასუხს აგებს ლაპარაკზე. თუ ჩვენ ამ ნალაპარაკევს შევატრიალებთ, ეს ზონები არ გააქტიურდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტვინი ძალიან ადრე განეწყობა. ბავშვს ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ესმის ბგერები, ეს ბგერები ძვლოვანი გზებით აღწევენ მასთან და არა ჰაერით. ამიტომ ბავშვი უკვე განწყობილი და მისადაგებულია ენაზე დაბადებამდე კარგა ხნით ადრე. არ დაივიწყოთ ეს. რაც შეეხება დედის ლაპარაკს, ძალიან საინტერესოა ჟაკ ადამარის წიგნი ამის შესახებ. ვისაც დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ არ ინანებთ. იქ წერია, რომ ისინი, თითქოს მოთათბირებულები არიან ამტკიცონ, რომ მათ ყველაფერი ეს უკვე გაგებული ჰქონდათ. „ყველაფერი ეს“კი არის მეცნიერება/ პოეზია- მეცნიერებაა, ხელოვნების დონეზე რაღაცნაირად გაფორმებული და სიმბოლური ფორმის მქონე. მერე კი იწყებენ წერას და ლაპარაკს, როგორც დაქოქილები . შემდეგ იხარჯება ძალისხმევა იმაზე, რომ გამოსახონ ეს რაღაცად მიღწევადად- ნახატად, ფორმულად, სიტყვებად, რომ სხვებსაც აუხსნან. საინტერესოა სხვა რამ: მაგათ უკვე მაქამდეც ჰქონდათ გაგებულ-გააზრებული. ასე რომ მეცნიერებად და ხელოვნებად დაყოფა არის ხელოვნური . დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ არის. არსებობს წიგნი, რომელსაც ჰქვია „ პრუსტი ნეირობიოლოგი“ ( მარსელ პრუსტი არის ფრანგი მწერალი, ძალიან საინტერესო ) მთავარი მიზანი ამ წიგნის არის თქვას, რომ ხელოვნების დარგის ადამიანები მივიდნენ აღმოჩენებამდე, რომელზეც არც კი უფიქრიათ და აღმოჩენებამდე კონკრეტულად ფზიოლოგიაში ათეული წლებიოთ ადრე, ვიდრე ამ აღმოჩენებს მიაგნებდნენ ნეიროფიზიოლოგიაში მომუშავე ადამიანები. პრუსტის რომანები არის საოცარი მეცნიერული ნაშრომები მეხსიერების შესახებ, როგორაა ორგანიზებული მეხსიერება, ფაქტობრივად, ეს არის სახელმძღვანელოები ამ მიმართულებით. . იმპრესიონისტებმა აღმოაჩინეს რთული მხედველობის კანონები ბევრად ადრე, ვიდრე ეს გააკეთეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა. სამეცნიერო გააზრების ახლანდელი მეთოდების გათვალისწინებით, რომელშიც აღმოვჩნდით. განსაკუთრებით კვანტური მექანიკის მიღწევების შემდეგ, რის გამოც ყველაფერი განღვრილი გახდა, ჩვენ გვჭირდება ძალიან დეტალურად და დაკვირვებულად გავიხედოთ ხელოვნებისკენ. მანდ შეიძლება იყოს გასაღები, რომელსაც შესაძლოა ხელიდან ვუშვებდეთ. მეცნიერებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები. ისინი, არ შეუძლიათ რა აღწერონ რაღაცები სხვა სიტყვებით, ფლობენ უძლიერეს ინსტრუმენტებს რთული სამყაროს ასახსნელად. როცა უდიდეს რეჟისორს ფრედერიკო ფელინის ჰკითხეს, რაზე იყო მისი ფილმი. მან უპასუხა. მე რომ შემძლებოდა სიტყვებით გადმომევა, დავწერდი პროზას. უყურეთ ფილმს! 34 1-ს მოსწონს
|