ქალი და მამაკაცი მოსკოვში ცოლ-ქმარმა ერთი ბოთლი ლუდის გამო ერთმანეთს თავ-პირი დაალეწეს 19 თებერვალი, 14:13 ![]() მოსკოვში ცოლ-ქმარს ლუდის გამო ჩხუბი მოუვიდა, ცოლი საავადმყოფოში აღმოჩნდა. მოსკოვში წყვილმა ლუდის გამო იჩხუბა. ცოლ-ქმარმა ბოთლი ვერ გაიყვეს. კამათი იმით დასრულდა, რომ გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება SHOT. ტელეგრამ არხის თანახმად, 40 წლის კოპირაიტერი ილდარი და მისი ბიზნესმენი ცოლი ვიკა ჩამოვიდნენ ქალაქ უფადან დედაქალაქის დასაპყრობად. მათ იქირავეს ბინა მიტინოში(მოსკოვის ერთ-ერთი გარეუბანი). 31 წლის ვიკამ კოსმეტიკის ონლაინ გაყიდვა დაიწყო, ქმარი კი ტექსტების წერის გარდა, ელექტროგაყვანილობის მონტაჟით დამატებითი ფულს გამოიმუშავებდა. მათ საერთო ვნება - ლუდის სიყვარული აერთიანებს. წინა ღამეს ახალგაზრდა ქალს ლუდის დალევა მოუნდა, მაგრამ ქმარმა მოულოდნელად გადაწყვიტა ლუდის წართმევა. ვიკა ბოთლს ჩაებღაუჭა, დაიწყეს ძიძგილაობა და საბოლოოდ ქალმა ქმარს ბოთლი თავში ჩაარტყა. ატყდა ჩხუბი. როცა დამშვიდდნენ, ორივემ საავადმყოფოს მიაკითხა. მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აღმოაჩნდა. მაგრამ ქალისთვის ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული არმოჩნდა. განყოფილებიდან იგი გადაიყვანეს ბოტკინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ასევე სისხლჩაქცევები სახეზე, თავზე და ხელებზე. ლუდზე მოჩხუბრების ფაქტზე გამოძიება ამ წუთებში მიმდინარეობს. 317 2-ს მოსწონს
|