ისტორია არა მხოლოდ იარაღით – II მსოფლიო ომის დროს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს პროპაგანდისტული პოსტერებით ებრძოდნენ დღეს, 9:11 მეორე მსოფლიო ომის დროს, პროპაგანდისტული პოსტერები ხელოვნების ერთგვარ ფორმად იქცა და ამ პოსტერების ერთი ნაწილი, დღესაც კარგად არის ცნობილი. ზოგიერთი, მართლაც რომ პროპაგანდას ემსახურებოდა და მოსახლეობას ქცევის წესებს კარნახობდა. იყო იუმორისტულიც, რომელიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ახალისებდა და იყო პოსტერები, რომელზეც ისტორიული მომენტები იყო ასახული. ძალიან ხშირად, ხელისუფლება მოსახლეობას შემთხვევითი საუბრის საშიშროების შესახებ აფრთხილებდა, რომელსაც მტრისთვის საიდუმლოს გაცემა შეეძლო: გრძელ ენას გემის ჩაძირვა და დესანტის ამოწყვეტაც კი შეეძლო ამ პოსტერების მიხედვით, თავად ჰიტლერსაც კი შეეძლო ნებისმიერი ადამიანის საუბრის მოსმენა. ის ყველგან იყო და თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობდა! ჰიტლერი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი: ეს კი, უკვე საბჭოთა პოსტერებია, რომელზეც ჰიტლერი დემონის სახით არის წარმოდგენილი: ჰიტლერი – კანიბალი, ბრიტანულ და საბჭოთა პოსტერებზე: მარცხენა მხარეს ბრიტანული პოსტერია, რომელზეც ჰიტლერი, როგორც აპოკალიფსის მხედარი ისეა გამოსახული. ხოლო, მარცხნივ – საბჭოთა გამოსახულებაა, რომელზეც 1938 წელს, ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი მოვლენებია ასახული: მოკავშირეების ერთობლივი შეტევა, რომელიც მტერს ყველა მიმართულებით ანადგურებს: ამერიკელები ყოველთვის იბრძვიან თავისუფლებისთვის: მარცხენა პოსტერზე გერმანელი მეომარია მაიმუნის სახით და დიდი ასოებით აწერია "მოკალი ის". ხოლო, მარჯვენა პოსტერზე საბჭოთა ჯარისკაცია, რომელმაც შვილისგან წერილი მიიღო და მასში წერია: "მამა მოკალი გერმანელი!" – რაზეც ჯარისკაცი პასუხობს: "შევასრულებ, შვილო!". განმათავისუფლებლები (ინგლისურ–ამერიკული ეროვნული პოსტერი, 1944 წ.): "თქვენ შეიძლება იყოთ ან გერმანელი ან ქრისტიანი, მაგრამ არა ორივე ერთად" – უთქვამს ჰიტლერს 1933 წ. და ბრიტანელებმა მისი სიტყვები პოსტერის შექმნისას გამოიყენეს. წითელარმიელები სტალინთან ერთად და სტალინი, როგორც ერის მამა: აქ კი, საბჭოთა მხატვრები პარალელს ავლებენ უფრო ადრინდელ, I მსოფლიო ომთან: იგივე შინაარსის ბრიტანული პოსტერი: "ისინი დავამარცხეთ ადრე (იგულისხმება I მსოფლიო ომი)... და კვლავაც დავამარცხებთ!": და რა თქმა უნდა, იყო გერმანული პოსტერებიც, რომელიც ომის პროპაგანდას ეწეოდა და ჰიტლერს ადიდებდა... თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ამ სფეროში, დაპირისპირებული მხარეების შემოქმედება, ფაშიზმის და კომუნიზმის იდეოლოგია, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა: ჰიტლერს წითელი დროშა ჰქონდა. სტალინის დროშაც წითელი იყო. ჰიტლერი ქვეყანას მუშათა კლასის სახელით მართავდა. მისი პარტია ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია იყო. სტალინიც მუშათა კლასის სახელით მართავდა ქვეყანას. მისი ხელისუფლების სისტემა, ოფიციალურად, პროლეტარიატის დიქტატურაზე იყო დაფუძნებული.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |