პოლიტიკა ტრამპმა და პუტინმა საათნახევარი ისაუბრეს ტელეფონით,პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტი მოსკოვში დაპატიჟა 13 თებერვალი, 10:38 ![]() პესკოვმა განმარტა, რომ ორი ლიდერის საუბარი თითქმის საათნახევარი გაგრძელდა. კერძოდ, განიხილეს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თემა. ტრამპმა ისაუბრა საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტაზე და პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, პუტინმა ხაზი გაუსვა კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას. ამასთან, მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება შესაძლებელია. პუტინმა ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, ჩვენს ქვეყნებში ვიზიტის ჩათვლით“, - წერს ტრამპი სოციალურ მედიაში. როგორც რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა განმარტა, პუტინი მზადაა რუსეთში ამერიკელი ოფიციალური პირების მისაღებად, მათ შორის უკრაინის საკითხის განსახილველად. " ვისაუბრეთ ჩვენი ერების ძლიერ მხარეებზე და დიდ სარგებელზე, რომელსაც ერთ დღესაც მივიღებდით ერთობლივი მუშაობით.(დონალდ ტრამპი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ მას სჯერა, რომ სავარაუდოდ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება, მაგრამ მისი რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინის სურს, რომ ეს სიტუაცია მუდმივ საფუძველზე გადაწყდეს. "მას არ უნდა, რომ ეს დროებით დასრულდეს და ექვს თვეში ისევ განახლდეს ბრძოლები."(დონალდ ტრამპი) "პუტინს ახლა მშვიდობა სურს, მას ეს არ სურდა (აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო) ბაიდენთან". პუტინთან საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის ესაუბრა. უკრაინის ლიდერის თქმით, ის და მისი ამერიკელი კოლეგა შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებსა და შეხვედრებზე, რათა განიხილონ კონფლიქტის მოგვარების საკითხი. 74 2-ს მოსწონს
|