1. "The Exorcist" (1973) – უილიამ ფრიდკინის მიერ შექმნილი საკულტო ჰორორი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ საშინელებათა ფილმად ითვლება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, რიგან მაკნილის შესახებ, რომელიც უცნაური და შემზარავი ცვლილებები ემართება. დედამისი, ექიმებთან ყოველგვარი იმედის გადაწურვის შემდეგ, მიმართავს კათოლიკე მღვდლებს, რათა განახორციელონ ეგზორციზმის რიტუალი და გოგონა ბოროტი ძალებისგან გაათავისუფლონ.
ფილმი გამოირჩევა ფსიქოლოგიური დაძაბულობით, საკულტო სცენებითა და შთამბეჭდავი მაკიაჟით, რომელიც დღევანდელი სტანდარტებითაც შთამბეჭდავია. სიუჟეტი ეხება რწმენის, სასოწარკვეთისა და ზებუნებრივი ძალების თემებს.
IMDb რეიტინგი: 8.1/10
2. "Collateral" (2004) – მაიკლ მენის თრილერი მოგვითხრობს ლოს-ანჯელესის ტაქსის მძღოლ მაქსზე. მისი ღამის ცვლა მოულოდნელად იცვლება, როდესაც ტაქსში ჯდება ვინსენტი – დაქირავებული მკვლელი, რომელიც ქალაქში ჩამოვიდა რამდენიმე სამიზნის ლიკვიდაციისთვის. ვინსენტი აიძულებს მაქსს, მთელი ღამის განმავლობაში ატაროს იგი ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორემდე.
ფილმი გამოირჩევა დაძაბული ატმოსფეროთი, დინამიკური სცენებითა და საინტერესო პერსნონაჟებით.
IMDb რეიტინგი: 7.5/10
3. "Titane" (2021) – ფრანგი რეჟისორის, ჯულია დუკურნოს, ფსიქოლოგიური თრილერი ეხება ალექსიას, რომელსაც ბავშვობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თავის ქალაში ტიტანის ფირფიტა ჩაუდგეს. შემდგომში, მისი ცხოვრება იძენს უჩვეულო და შემაძრწუნებელ მიმართულებებს, რაც მას აერთიანებს ვინსენტთან, მეხანძრესთან, რომელიც წლების წინ დაკარგული შვილის პოვნას ცდილობს.
ფილმი გამოირჩევა თავისი უნიკალური ვიზუალური სტილითა და ბრუტალური სცენებით, რომლებიც იკვლევს იდენტობის, სხეულის ტრანსფორმაციისა და სიყვარულის თემებს.
IMDb რეიტინგი: 6.5/10
4. "Alien: Romulus" (2024) — რეჟისორ ფედე ალვარესის სამეცნიერო ფანტასტიკის ჰორორი, რომელიც აგრძელებს "
Alien"-ის ფრენჩაიზის ტრადიციას. ფილმი ვითარდება "
Alien"-ისა და მისი გაგრძელების, "
Aliens", მოვლენებს შორის პერიოდში. სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებიც მიტოვებულ კოსმოსურ სადგურზე ეჯახებიან საშიშ უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმას — ქსენომორფს.
ფილმი გამოირჩევა დაძაბული ატმოსფეროთი და კლასიკური ჰორორის ელემენტებით, პრაქტიკული ეფექტები და მინიმალურ CGI კი გარემოს უფრო რეალისტურსა და შემზარავს ხდის.
IMDb რეიტინგი: 7.1/10
5. "Kingdom of Heaven" (2005) — რიდლი სკოტის ისტორიული დრამა, რომელიც მე-12 საუკუნის ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდს ასახავს. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მჭედელ ბალიანზე, რომელიც მამის მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ გადაწყვეტს შეუერთდეს ჯვაროსნებს იერუსალიმის დასაცავად. ბალიანი აღმოჩნდება რელიგიური და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრში, სადაც მას უწევს საკუთარი რწმენისა და ღირსების დაცვა.
ფილმი გამოირჩევა მასშტაბური საბრძოლო სცენებით, ისტორიული დეტალების სიზუსტითა და რელიგიური ტოლერანტობის თემების განხილვით.
IMDb რეიტინგი: 7.3/10
6. "Unleashed" (2005) – ლუი ლეტერიეს რეჟისორობით შექმნილი მძაფრსიუჟეტიანი დრამა, მოგვითხრობს დენის შესახებ, რომელიც ბავშვობიდან მონასავით გაზარდა კრიმინალმა ბარტმა, რათა იგი მკვლელობის მანქანად ექცია. დენი ცხოვრობს როგორც ცხოველი, რომელსაც მხოლოდ ბრძანებების შესრულება შეუძლია. ერთ დღეს, იგი შემთხვევით ხვდება ბრმა პიანისტს, სემს, რომელიც მას ახალ ცხოვრებას აცნობს. დენი იწყებს საკუთარი იდენტობისა და ადამიანურობის აღმოჩენას, თუმცა თავისი წარსული მალე ახსენებს თავს.
ფილმი გამოირჩევა დრამატული სიუჟეტით, მძაფრი რეალიზმითა და შთამბეჭდავი საბრძოლო სცენებით.
IMDb რეიტინგი: 7.0/10

გადახედე ამ სტატიებსაც
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 7
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 6
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 5