x
მეტი
  • 03.02.2025
  • სტატია:137886
  • ვიდეო:351930
  • სურათი:512954
ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალგაზრდობა – რატომ არის ეს დღეს შეუძლებელი? (დაბერების ძირითად მიზეზი)

ადამიანი ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ ყოველთვის მიისწრაფოდა. მხოლოდ ზღაპრების მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, გასაგები ხდება, რომ ეს თემა ყოველთვის აღელვება კაცობრიობას: გამაახალგაზრდავებელი ვაშლი, მდუღარე ქვაბი, რომელში ჩაყვინთვის შემთხვევაში, გაახალგაზრდავება და გალამაზება შეიძლება, პატარა ბოთლები, ცოცხალი და მკვდარი წყლით...
სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორში, შემორჩენილია ცნობები ადამიანების შესახებ, რომლებსაც უკვდავების დიდი სურვილი ჰქონდათ და საუკუნეების სიღრმეებიდან, ჩვენამდე, ისეთმა ინფორმაციამაც მოაღწია, რომელიც ზღაპარს ნამდვილად არ ჰგავს და ყველა ნიშანი აქვს საიმისოდ, რომ ისტორიულ ფაქტად მივიჩნიოთ.


image


სე, მაგ., დაფიქსირებულია ფაქტები, რომ სხვადასხვა ეპოქაში, ჩინელი ბერები და ინდოელი განდეგილები 200 – 400 წელს და უფრო მეტსაც ცხოვრობდნენ.

მაქსიმალური ასაკი, რომლის გადალახვა ადამიანმა მოახერხა და ეს დადასტურებული არის – 5 000 წელია! ფაქტის კონსტატაცია ერთ-ერთმა უხუცესმა ინდოელმა მოახდინა, რომელიც თავად 180 წლის იყო. ის ჰიმალაის მთის ძირში, განდეგილს შეხვდა, რომელიც მხოლოდ ძველინდურ სანსკრიტზე მეტყველებდა. როგორც ურთიერთობის დროს გაირკვა, განდეგილმა ამ ასაკს, მკაცრი დიეტის და სპეციალური ნაყენის საშუალებით მიაღწია, რომლის შემადგენლობა, მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი.

ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, ბიბლიაშიც არის დაფიქსირებული. მასში ნათქვამია, რომ ადამი 930 წელს ცხოვრობდა, მისი შვილი შეთი - 912 წლის გარდაიცვალა და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამს შეთი შეეძინა, ის 130 წლის იყო. ხოლო შეთი 105 წლის იყო ენოსი რომ შეეძინა. თავად ენოსი მამა 90 წლის ასაკში გახდა. როგორც ცნობილია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოხუცებს შვილები არ უჩნდებათ. ე. ი. იმ დროს, რომლის შესახებ ბიბლიაში არის მოთხრობილი, 100 - 150 წელი, ახალგაზრდული ასაკი იყო.

აშკარაა, რომ ადრე ადამიანები, ჩვენი არასრული 100 წლისგან განსხვავებით, თითქმის, 400-500 წელს ცხოვრობდნენ და ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, თითქმის, 5-ჯერ არის შემცირებული.
წარსულში იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობენ. მაგ., დადგენილია, რომ თუ ადამიანის სხეულის ტემპერატურა 2 გრადუსით შემცირდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა 200 წლამდე გაიზრდება.
გაირკვა ისიც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში ტოქსინები, ნარჩენები და მაღალი ელექტრო პოტენციალის მოლეკულების ნაწილები (თავისუფალი რადიკალები) გროვდება. ანუ, ორგანიზმის დანაგვიანება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, სხეულის სიბერეს და ავადმყოფობას იწვევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის ბოლოს, მეცნიერები გაახალგაზრდავების პროგრამაზე ალაპარაკდნენ, რომელიც თითქოს ადამიანის ორგანიზმშია, დაბერების პროგრამასთან ერთად. თუმცა, მისი "ამუშავება", დღემდე ვერავინ შეძლო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)

* 10 უცნაური ფაქტი რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ

* 15 საინტერესო ფაქტი ჩვენი ორგანიზმის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0