x
მეტი
  • 01.02.2025
  • სტატია:139795
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512934
10 უცნაური ფაქტი რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ

ზოგჯერ, მეცნიერება და გარე სამყარო ისეთ აღმოჩენებს გვთავაზობს, რისი დაჯერება კი არა, გააზრებაც კი წარმოუდგენელია. ამ ნაკრებში, სწორედ ამ კატეგორიის 10 ფაქტებია წარმოდგენილი:


1. თმის ძალაimage


რომ ამბობენ, «ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდაო», – ეს არც თუ ისე, სახიფათო მდგომარეობა ყოფილა. როგორც გაირკვა, ადამიანის შეკრულ თმას (საშუალოსტატისტიკური რაოდენობით) 12 ტონა ტვირთის გაძლება შეუძლია.


2. უძველესი თაფლიimage


ფარაონების სამარხში თაფლი აღმოაჩინეს, რომლის ანალიზის შემდეგ, დადგინდა, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა ახალი თაფლისგან და მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თაფლი არის პროდუქტი, რომლის შენახვა, მინიმუმ 5000 წლის მანძილზე შეიძლება.


3. ატომები და ცარიელი სივრცეimage


როგორც ცნობილია, ნებისმიერი მატერია ატომებისგან, ხოლო ატომი ცარიელი სივრცისგან შედგება. ყველა ადამიანის შემადგენელი ატომებიდან ცარიელი სივრცის გამორიცხვის შემთხვევაში, დედამიწის მთელი მოსახლეობა, ერთი ვაშლის ხელა სფეროში ჩაეტეოდა.


4. შენონის რიცხვიimage


ჭადრაკის განუმეორებელი პარტიების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ატომების რაოდენობა სამყაროში. ეს რიცხვი, გასული საუკუნის შუა წლებში, ამერიკელმა მათემატიკოსმა კლოდ შენონმა (1916-2001) გამოთვალა და ამიტომ, მას «შენონის რიცხვი» უწოდეს, რომელიც 10-ის 118-ე ხარისხის ტოლია.


5. ლიხტენბერგის ფიგურაimage


«ლიხტენბერგის ფიგურა» არის დიელექტრიკზე (ზედაპირი, რომელიც დენს არ ატარებს, ან ცუდად ატარებს) ელვის განმუხტვის შედეგად დატოვებული კვალი, რომელიც პირველად 1777 წ. გერმანელმა მეცნიერმა გ. კ. ლიხტენბერგმა დააფიქსირა.

ეს კი ქალბატონია, რომლის სხეულზე იარების საერთო სურათი, სწორედ «ლიხტენბერგის ფიგურას» ქმნის.



6. კრაზანა ლეღვშიimage


ლეღვი, ხშირ შემთხვევაში, მკვდარი კრაზანის ნარჩენებს შეიცავს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ კრაზანები, ამ უგემრიელეს ხილში, კვერცხის დასადებად ძვრებიან და შიგვე იხოცებიან. ხოლო, მათი სხეულის ნაწილების გადამუშავება ლეღვის ფერმენტების მიერ ხდება.


7. პირველი iPhoneimage


ასე გამოიყურებოდა პირველი iPhone და მას ისეთივე გამოთვლითი სიმძლავრე ჰქონდა, როგორიც მთვარის მისიაში მონაწილე, NASA-ს კომპიუტერს, 1969 წელს.


8. დედამიწაზე არსებული ყველა ჭიანჭველა რომ ავწონოთ, უფრო მძიმე გამოვა, ვიდრე ადამიანების საერთო წონააimage


როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, გიგანტური სასწორის ერთ მხარეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი რომ დადგეს, ხოლო მეორე მხარეს – პლანეტაზე მობინადრე ყველა ჭიანჭველა, სასწორი ჭიანჭველების მხარეს გადაიხრება. დედამიწაზე ამ მწერების საერთო რაოდენობა 10 კვადრილიონად (10 ათასი ტრილიონი) ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველას საშუალო წონა, დაახლოებით, 7 გრამია, ყველა ერთად, ბევრად მეტს იწონის, ვიდრე პლანეტის მოსახლეობა.


9. აქლემის იმპორტიimage


მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. უდაბნოს ხომალდები, ჩვენს წარმოდგენებში მხოლოდ აზიაში და აფრიკაში ბინადრობენ, როგორც გაირკვა, ავსტრალიაშიც ყოფილან და საუდის არაბეთი სწორედ იქიდან ახდენს ამ ცხოველების ექსპორტს. ამ ქვეყანაში, მეაქლემიანობა, რა თქმა უნდა, განვითარებულია, მაგრამ ეს დარგი, ძირითადად, გამოფენებზე (ეწყობა სილამაზის კონკურსები აქლემებს შორის) და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე არის ორიენტირებული, ხოლო ავსტრალიიდან ჩაყვანილ აქლემებს კლავენ და საკვებად იყენებენ.

აქლემი ავსტრალიის კონტინენტზე XIX საუკუნეში შეიყვანეს და დღეს, ეს ცხოველები, ველურ ბუნებაში, მრავალრიცხოვანი ჯოგებად (1 ჯოგში, შეიძლება, 5-6 ათასი იყოს) ცხოვრობენ.


10. ჰიპურ ვიტამინიზირებული პროდუქტიimage


თეთრი დათვი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია დედამიწაზე. ამ ფაქტის გარდა, კიდევ ერთი რამით არის ის გამორჩეული. ამ დათვების ღვიძლი იმდენ А ვიტამინს შეიცავს, რომ მისი დაგემოვნების შემთხვევაში, ადამიანი იღუპება, რადგან მას, ერთდროულად, ამ რაოდენობის ვიტამინის გადამუშავება, უბრალოდ, არ შეუძლია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* როგორ მოატყუა სტალინმა მოკავშირეები და გერმანელები ერთდროულად და გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა

* შუმერული კულტურა და სახელმწიფო კავკასიელებმა შექმნეს – ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ

* კადრში მოხვედრილი ქუჩის კატები – საინტერესო და სახალისო ფოტოები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0