სამოქალაქო "სე@სზე უარის თქმა არ არის განქორწინების საფუძველი": ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოულოდნელი ვერდიქტი 25 იანვარი, 18:29 ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ გაამართლა ფრანგი ქალი, რომელსაც არ სურდა ქმართან სექსი.
ოჯახური ცხოვრება დელიკატური საკითხია, რომელიც ყურადღებას და კომპრომისს მოითხოვს. ასე ფიქრობს ადეკვატური ხალხი, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ცინცხალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სექსზე უარი არ შეიძლება იყოს განქორწინების მიზეზი. ამბავი სტანდარტულია: ქალმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და განქორწინება მოითხოვა, რადგან ქმარი (მისი თქმით) ყურადღებას არ აქცევდა, უხეში იყო და ზედმეტად იყო ორიენტირებული კარიერაზე. მამაკაცი ვალში არ დარჩენილა და თავადაც შეიტანა სარჩელი, მეორე ნახევარი ცილისწამებაში და „ცოლ-ქმრული მოვალეობის შეუსრულებლობაში“ დაადანაშაულა. საბოლოოდ, სასამართლომ დაამტკიცა განქორწინება და ცოლი დამნაშავედ ცნო. მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა, ფრანგმა ქალმა სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული ევროპული სასამართლოში გაასაჩივრა. შვიდი მოსამართლეებისგან შემდგარმა კოლეგიამ განიხილა სარჩელი და ერთხმად გადაწყვიტა, რომ ქალს არ შეიძლება წაუყენონ ბრალი იმის გამო, რომ ქმართან სქესობრივი კავშირზე უარს ამბობს .მათი განსაზღვრებით " ქმრის მოთხოვნა ცოლისადმი ჰქონდეს ინტიმური კავშირი ეწინააღმდეგება სექსუალურ თავისუფლებას“. შედეგად, ევროსასამართლომ დაადგინა შემდეგი: „სასამართლოს აზრით, ქორწინებაზე თანხმობა არ შეიძლება გულისხმობდეს თანხმობას მომავალ სექსუალურ ურთიერთობებზე. ასეთი ინტერპრეტაცია ტოლფასია იმისა, რომ მეუღლეებს შორის გაუპატიურება თავისი ბუნებით დანაშაულია“. 106 2-ს მოსწონს
|