საზოგადოება
"ბოროტი ჩიჩილაკი დროს არ კარგავს, მჯერა, რომ ვერ მოასწრებენ "- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
დღეს, 12:53
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ბოროტი ჩიჩილაკი დროს არ კარგავს და რუსეთის ოცნებებს ასრულებს. დღეს ბრიფინგზე 2 პროექტზე ილაპარაკა – ახალი სტადიონი და ახალი აეროპორტი. დააბრუნა ისევ დროებით დაპაუზებული თემები. დღეს ლოკაცია აღარ დააკონკრეტა, ჰოლანდიური კომპანია დაადგენსო ლოკაციას, მაგრამ მშვენივრად ვიცით რა ლოკაციაც იქნება – ვაზიანი. სინამდვილეში სტადიონიც და აეროპორტიც ფეხებზე კიდია. რუსი კობახიძის და რუსი ივანიშვილის მიზანი რეალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომის და ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმებაა, ვითომ დიდებული მიზნების – სპორტის და ტურიზმის განვითარების საბაბით. მჯერა, რომ ვერ მოასწრებენ და მანამდე ავაცმევინებთ აქედან, სანამ ჩვენი უსაფრთხოების ერთ–ერთ მთავარ კომპონენტს გაანადგურებენ!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
"ვფიქრობთ, ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება 2026 წლის აპრილში, " – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე აბსოლუტურად რეალურია.
რაც შეეხება ახალ აეროპორტს, რომლის აშენებაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იგეგმება, კობახიძის თქმით, მისი მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.