x
მეტი
  • 24.01.2025
  • სტატია:139597
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512849
საუკუნის აფერა: მილიონერს შეუყვარდა ბრედ პიტი და 830 000 ევრო დაკარგა
image

ზოგი თანაუგრძნობს მას, ზოგიც დასცინის. მილიონერ ქალს ბრედ პიტის სიყვარული 830 000 ევროს დაკარგვა დაუჯდა.


მოდით დავიწყოთ თავიდან. 53 წლის ასაკში ფრანგ ანას თითქოს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც შეიძლება იოცნებო. წარმატებული ბიზნესმენის ცოლი, რომელიც მასზე 19 წლით უფროსი იყო, ქალს ყოველმხრივ ანებივრებდა: დასვენება ეგზოტიკურ მავრიკიში, ასევე ხალისით აკეთებდა საყვარელ საქმეს - ინტერიერის დიზაინს... მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ფუფუნებით ცხოვრებას ყოველთვის არ მოაქვს სიხარული. ქალი სულ უფრო და უფრო მარტოსულად გრძნობდა თავს, მოკლედ კლასიკოსის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, "სული ვიღაცას ელოდა და ელოდა".



გასული წლის თებერვალში, როცა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდა ალპებში სათხილამურო კურორტზე, ანა პირველად დარეგისტრირდა "ინსტაგრამზე" და დაიწყო იქ გლამური ფოტოების გამოქვეყნება. ერთხელაც მიიღო შეტყობინება ვინმე ჯეინ პიტისგან, რომელმაც თავი ბრედ პიტის დედად წარმოადგინა. ქალბატონებმა დაიწყეს ონლაინ ჩატში მიმოწერა, ჯეინმა ერთხელაც უთხრა ქალს: "ჩემს შვილს შენნაირი ქალი სჭირდება". მაამებლურმა სიტყვებმა ანას გული შეატოკა.



მეორე დღეს მან მიიღო შეტყობინება თავად ბრედისგან!

"დედამ მითხრა შენზე. მინდა უკეთ გაგიცნოთ. მაგრამ ჯერ მინდა ვიცოდე, მუშაობ თუ არა მედიაში, რადგან ვცდილობ დავიცვა ჩემი კონფიდენციალურობა“, - გააფრთხილა სექს-სიმბოლომ.


მათი მიმოწერა დაიწყო უცოდველი კომპლიმენტებითა და კინოფილმებზე საუბრით, მაგრამ სწრაფად გადავიდა უფრო პირად თემებზე. ბრედმა აღწერა თავისი ცხოვრება, გააზიარა თავისი ოცნებები და გეგმები. ანას გრძნობდა, რომ იპოვა ის, ვისაც მისი ნამდვილად ესმოდა.


თავიდან ქალი ორჭოფობდა, იმის შიშით, რომ შეიძლება თაღლითთან ჰქონდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების შესახებ არაფერი იცოდა, მსახიობმა გამოგზავნილი ფოტოების შემოწმება დაიწყო და როცა ისინი საჯარო სივრცეში ვერ იპოვა, დარწმუნდა, რომ პიტმა სპეციალურად მისთვის გადაიღო სელფები .


ფრანგი ქალი კიდევ უფორ დამშვიდდა, როდესაც ბრედმა პასპორტის და მართვის მოწმობის ფოტოები გაუგზავნა.. და ასევე უამრავი ვიდეო, თუმცა უხარისხო.სატელეფონო საებრებზე მსახიობმა უარი თქვა, მაგრამ ეს გასაგები იყო: მუდმივი გადაღებები, შეხვედრები...


- თავიდან ჩემს თავს ვუთხარი: "ანა, ეს ფეიკია". მაგრამ მერე თითქოს გონება დამიბინდა“, - იხსენებს ფრანგი ქალი. - შემიყვარდა. ცოტაა ისეთი კაცი, ვისაც ქალებთან ლაპარაკი შეუძლია: ვიდეოზე მიკითხავდა ლექსებს და ბევრი თბილი მესიჯი გამომიგზავნა.


რამდენიმე თვის შემდეგ პიტი ანას გამოუტყდა, რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო და შესთავაზა მასთან შეხვედრა. მილიონერი გახარებული იყო და შეხვედრის დაგეგმვა დაიწყო. მაგრამ შემდეგ, ბედი არ გინდა? ჰოლივუდის ვარსკვლავს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ბრედმა მოგზაურობის ხარჯების დასაფარად ცოტა ხნით ფულის სესხება სთხოვა. ქალმა გადარიცხა საჭირო თანხა. „მიმოწერა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა“, — განმარტავს ანა. "ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნისლში ვიყავი."


მილიონების კერპმა დახატა მათი გარდაუვალი მომავალი ერთად. კიდევ ცოტაც და ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან. თუმცა, ვარსკვლავს კვლავ ჰქონდა პრობლემები ფულთან დაკავშირებით, ბრედმა ითხოვა უფრო დიდი თანხები.



შემდეგ პიტმა ანას მისწერა, რომ სურდა მისთვის საჩუქრების გაგზავნა: შანელის სამკაულები, ექსკლუზიური Hermes და Louis Vuitton-ის ჩანთები. ყველაფერი უკიდურესად დამაჯერებლად გამოიყურებოდა: ვიდეოები ბუტიკებიდან, დალუქული ამანათები - ამაში ვერც დაეჭვდებოდი . მაგრამ მსახიობმა ფრანგ ქალს საბაჟო გადასახადის გადახდა თავად სთხოვა. დაუფიქრებლად, ქალმა გადაიხადა 9 ათას ევროზე მეტი, მაგრამ დაპირებული საჩუქრები რა თქმა უნდა არ მიუღია.


ანას უცნაური საქციელი პირველმა მისმა ქმარმა შენიშნა. მან შენიშნა გადარიცხვები მისი ანგარიშიდან და ახსნა -განამარტებამოითხოვა. როდესაც ქალბატონმა აღიარა, რომ რომანი ჰქონდა ბრედ პიტთან, ქმარი შოკში ჩავარდა და დაჟინებით მოითხოვა, რომ ცოლს შეეწყვიტა ურთიერთობა. ანამ უარი თქვა და სკანდალიც მოაწყო. ქმარი განქორწინებით დაემუქრა.


პიტმა კი ამასობაში ანას საშინელი ამბავი ამცნო: მას თირკმლის კიბო დაუდგინეს და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა. მსახიობმა სამედიცინო მომსახურეობის გადასახადები გაუგზავნა, სადაც ყველა პროცედურა იყო ჩამოთვლილი. პიტმა მათ თავად ვერ გადაიხადა - მისი ანგარიშები ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებისა და ქონების გაყოფის გამო სასამართლოს მიერ დაყადაღებული იყო.

„დიახ, ძვირი დამიჯდა, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შესაძლოა საყვარელი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო“, - ამბობს ფრანგი ქალი. საწყალმა ბრედმა მას ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა საავადმყოფოს საწოლიდან.


არტისტის მკურნალმა ექიმმა ქალბატონს მისწერა: "ის კომაში ჩავარდა და სასწრაფოდ თირკმლის გადანერგვაა საჭირო!"


იმ დროისთვის ქმარი ანას გაშორდა. მას შეხვდა 775, 000 ევრო და ასევე ჰქონდა საკუთარი დანაზოგიც. ჯამში ქალმა პიტს 830 000 ევრო გადაურიცხა.

image

ანამ მხოლოდ გასულ ზაფხულს გააცნობიერა, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი როდესაც შემთხვევით ნახა მსახიობის ფოტოები მის ახალ გატაცებასთან- ინეს დე რამონთან.

ბრედმა სცადა თავის გამართლება და აეხსნა, რომ ეს მხოლოდ გაზეთების ტრუკი იყო. მაგრამ ვარსკვლავის ფოტოსესიები ყველგან ქვეყნდებოდა და ფრანგ ქალს საბოლოოდ აეხილა თვალები.


წელიწადნახევრიანმა ონლაინ რომანმა მთლიანად გაანადგურა ანას ცხოვრება: ის არამარტო განქორწინდა, ასევე მოიძულა საკუთარი ქალიშვილი, დაკარგა ბევრი მეგობარი, განუვითარდა მძიმე დეპრესია და რამდენიმეჯერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში.


საით მიდის კვალი, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის იმყოფებოდა ნოგერიაში ან ბენინში .თაღლითი ყოველდღიური მიმოწერის გარდა მოხერხებულად იყენებდა ფეიკ ფოტოებს ბრედ პიტის გამოსახულებით, ეს შესაძლებელია სრულიად მარტივად ნეიროსეტების გამოყენებით.


0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0