საქართველო პერსპექტივა: "დღეს ქვეყნიდან დევნიან, ძირძველ აჭარელს, ადამიანს, რომელმაც 40 წელი შეალია აღნიშნული გვარების ძიებას" 23 იანვარი, 16:44 "პერსპექტივა" | თემურ ქათამაძეახალგაზრდული ორგანიზაცია "პერსპექტივა" ბათუმის აქციების ცნობილი მედროშის თემურ ქათამაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ნაშრომებიდან ამოღებულია გვარები, რომელზეც ის 40 წელი მუშაობდა და იკვლევდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების გასაგონად!!! ქვემოთ მოცემულია, აჭარაში ყველაზე მეტად გავრცელებული გვარების(არასრული) სია, ძველი გვარების შესაბამისი შესატყვისებით, რომელიც ამოღებულია ბათუმელი მედროშის ნაშრომებიდან.
დარწმუნებილი ვარ, რომ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარატმენტების რიგებში, ძალიან ბევრი აჭარელია და დღეს თუ ჩვენ თურქებს გვეძახიან, გეძახიან თქვენც.
დღეს თუ ჩვენს რიგებში ჟურნალისტ ქალს აგიენებენ, ლანძღავენ და პირადი ეგოების დასაკმაყოფილებლად ოთხ კედელში კეტავენ, შეურაცხყოფას აყენებენ თქვენს გვერდით მყოფ ქალებსაც!
ჩვენ თუ გვლანძღავენ და გვაგინებენ, თქვენც გლანძღავენ და გაგინებენ! დღეს ქვეყნიდან დევნიან, ძირძველ აჭარელს, ადამიანს, რომელმაც 40 წელი შეალია აღნიშნული გვარების ძიებას და დაკავშირებას!
დევნით ადამიანს, რომელმაც თქვენს სისხლთან და ხორცთან დაგაკავშირათ!
ვინც დღეს ჩუმად ხართ და ეგუებით აჭარლების ჩაგვრას, შეურაცხყოფას აყენებთ თქვენი მამა-პაპის სისხლით მორწყულ მიწას, მათ საფლავებს და იმ წმინდა საქმეს, რამაც აჭარა გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე!
ბერიძე- ბებეროღლუ, ქესუმოღლი,
დუმბაძე - თორნიოღლი
ბოლქვაძე - ქარაგიოღლი, მოუსაოღლი
მიქელაძე - თოფალოღლი
აბაშიძე - ჰელიმოღლი
ფუტკარაძე - ჯაზიოღლი, ხოჯიოღლი, ბექიროღლი
მახარაძე - მუხამმედოღლი
მორთულაძე - ფორთაჯოღლი
თურმანიძე - ხუსეინოღლი,
ლალოღლი, ზიკოღლი, იბრაჰიმიშვილი
კონცელიძე - კალაიჯოღლი
ზოიძე- იჰთიაროღლი, ომეროღლი, ფირფიტოღლი
ლორთქიფანიძე - ოსმანაღაშვილი
გოგიტიძე- ჩიბუხოღლი
გორაძე- ჩოხატაროღლი
დავითაძე - ველიოღლი
ჩხაიძე - ჩალოღლი
კახიძე- სელიმოღლი
ქავთარაძე - ქავთაროღლი
მგელაძე - გელოღლი
ჯაბნიძე - ბენიათოღლი " - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავეს. პირველად 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე, მეორედ კი - 16 იანვარს, გათავისუფლებისთანავე. ამჟამად ის 3 თვით პატიმრობაში რჩება, შემდეგ კი ქვეყნიდან გაძევებას უპირებენ.
ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე / ფოტო: ბათუმელებითემურ ქათამაძე ფართო საზოგადოებას "ბათუმელებმა" გააცნო. მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, 2012 წლიდან ბათუმში ცხოვრობს და ამაოდ ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.
116 1-ს არ მოსწონს |