x
მეტი
  • 20.01.2025
  • სტატია:139515
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512805
ანდრო ჭიჭინაძე რუსულ ფილმებსა და კლიპებში მონაწილეობს - დედის განმარტება: „გადაღებულია ომამდე“
image

.

ევროპის მხარდამჭერად და რუსეთის მოძულედ გასაღებული დაკავებული ქართველი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი რუსულ ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებში მართლაც მონაწილეობს. ამის შესახებ ინტერნეტში აგორებულ კამპანიას მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე ეხმაურება და სტატუსს ავრცელებს, თუმცა აჟიოტაჟს შალვა რამიშვილის წამოწყებულს უწოდებს. თუმცა აღარაფერს ამბობს იმაზე, რომ მისმა შვილმა ბოლო წლებში რუსული ჰონორარი მიიღო. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ის უკრაინის ომამდე გადაიღეს და სხვა ქართველებიც მონაწილეობდნენ. მისივე მტკიცებით, უკრაინაში იმის დაწყების შემდეგ კი ანდრო რუსეთიდან წამოსულ შეთავაზებებზე უარს ამბობდა.

.



"ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები. ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი!

.

თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება ანტიპუტინისტი, აქტივისტი რომელსაც დევნიდნენ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ.

.

შალიკომ ფილმის გადაღების თარიღი 2023 გადაიღესო რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში უკრაინის ომის მერე რუსები რასაც სთავაზობდნენ არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ რაზეც რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა!

.

აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ ნუ ცდილობ!

.

და კიდევ დამყვება სუსის მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!"წერს რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე.

.

შაკო კუჭაშვილი: ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე?
.
მოკლედ რუსეთში მოღვაწეობს რეპერი Баста (Василий Михайлович Вакуленко), რომელიც 2023 წელს უკრაინამ დაასანქცირა ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო. Баста-ს 3 წლის უკან გადაღებულ კლიპში მიმდინარე აქციების გმირად გამოცხადებული ანდრო ჭიჭინაძეა მთავარი როლის შემსრულებელი
.
უფრო მეტიც, ვიკიპედიის მიხედვით, 2017 წელს ბასტას სამი წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა, რადგან ის ყირიმში 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოდიოდა. ანუ ოკუპანტის გაცხადებულად მხარდამჭერი რეპერის კლიპში მიიღო მონაწილეობა ვინმე ანდრომ.
ხოდა ახლა, რა მაინტერესებს ურაპატრიოტებისგან, 3 წლის წინ რუსეთი ოკუპანტი არ იყო?
.
ესეთი გმირები ჰყავთ მათ ???? იმასაც დავამატებ, რომ რუსული რუბლების ამღები ანდრო ჭიჭინაძე რუსული რუბლების ამღები ელენე ხოშტარიას უახლოესი ნათესავია - წერს აქტივისტი შაკო კუჭაშვილი.
.
0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0