სამოქალაქო იტალიაში ჯიბის ქურდი 150-ჯერ დაიჭირეს მაგრამ ციხეში ვერ სვამენ 19 იანვარი, 14:24
იჭერენ, მაგრამ ციხეში ვერ სვამენ: ხორვატმა მიგრანტმა მიაგნო ხერხს, როგორ გაექცეს იტალიურ მართლმსაჯულებას.
31 წლის ანა ზაჰიროვიჩი იტალიაში ხორვატიიდან ჩამოვიდა და ის გახდა მილანისა და რომის ნამდვილი "ვარსკვლავი". ამის შესახებ ჯერ მხოლოდ პოლიციამ იცოდა, ახლა კი მთელმა ქვეყანამ გაიგო. ზახიროვიჩი სპეციალიზირებულია ჯიბის ქურდობით.იგი ძირითადად ტურისტებს ძარცვავს. მაგალითად, მე ცოტა ხნის წინ ჯიბე გაუსუფთავა ტურისტს არგენტინიდან. თუმცა ახალგაზრდა ქალბატონი მალვე დაიჭირეს და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.....უკვე 150-ედ. მისი დანაშაულების მთლიანობიდან გამომდინარე, ზახიროვიჩს 30 წელზე მეტი პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ყოველ ჯერზე მოხერხებულად გაურბის მართლმსაჯულებას- ამბობს, რომ ორსულადაა. ამჯერადაც ასე მოიქცა - სასამართლოში განაცხადა, რომ ორსულობის მეოთხე თვეში იყო. ექსპერტიზამ ეს დაადასტურა. ასე რომ, დამნაშავეს განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდანვე. მას მხოლოდ უთხრეს, რომ რეგულარულად უნდა გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში აღრიცხვაზე. ამის შემდეგ ზახიროვიჩი მშვიდად დაბრუნდა ბოშათა ბანაკში, სადაც ათ შვილთან ერთად ცხოვრობს. მალე მათ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატება. სავარაუდოა, რომ ბოშას მშობიარობამდე კიდევ რამდენიმეჯერ მოუწევს სასამართლოში გამოცხადება და რათა დაცინოს და თანაც აღფრთოვანდეს ჰუმანური იტალიური მართლმსაჯულების სისტემით. შემდეგ კი ახალ „საქმეზე“ წავა. მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ დამნაშავეს. ერთადერთი ვარიანტია პოლიცია დაელოდოს ზახიროვიჩს, როცა საბოლოოდ შეწყვეტს მშობიარობას და დაორსულებას, თუმცა მანამდე კიდევ შეიძლება ერთი მაგდენი 150 -ჯერ ან მეტჯერ ქურდობა კიდევ მოასწროს. 448 2-ს მოსწონს
|