x
მეტი
  • 19.01.2025
  • სტატია:139472
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512793
ევროკავშირი და "ნატო" დაშლის გზაზეა და ჩვენ რისთვის ვხოცავთ ერთმანეთს იქ მოსახვედრად?

image
საქართველოში დემონსტრაციები მოჰყვა პრემიერ კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან 2008 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერებას ხელისუფლების მხრიდან.
თან დემონსტრაცია სულ უფრო და უფრო აგრესიულ სახეს იღებს, ოპოზიცია "მამა აბრამის ბაკტნადაა" ქცეული და ისეთ სურათს გვიხატავენ: "არა ბატონო, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს გაბრაზებული ხალხის პროტესტიაო".
ვინ დაიჯერებს ამას? აი მე არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რადგან იმხელა ხარჯი აქვს დემონსტრაციას ყოველდღე, ამას ხელისუფლებაზე გაბრაზებული თუ უკმაყოფილო დემონსტრანტები ფიზიკურად ვერ გაწვდებიან სპონსორების გარეშე და ვინ არიან ეს სპონსორები? ცხადია რევანშისტების ლობისტები ნამდვილად არა, მათი სპონსორია სწორედ ის ფონდები ფერად რევოლუციებს, რომ აწყობენ დაავლეთის მიერ შექმნილი პროექტებით ამა თუ იმ ქვეყანაში.
გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაუფარავად განაცხადა: "თუ არჩევნებში გავიმარჯვებთ, პირველი რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება გერმანიის "ნატოს" ალიანსიდან გამოსვლა".
ბრიტანელებს საერთოდ არ უნდათ ევროკავშირი და ევროპული ვალუტა არც მიუღიათ ოფიციალურად, საკუთარი ვალუტა დღემდე მთავარი ვალუტაა ბრიტანეთში.
ტრამპი ევროპიდან ამერიკული ბაზების გაყვანით იმუქრება, ცალკე გრენლანდიის ამერიკის დროშის ქვეშ მოქცევით, ვინ დაუშლის? ევროკავშირი, რომელიც სოფლის გამგეობას დაემსგავსა?
"ნატოს" წევრმა თურქეთმა საბერძნეთს ნახევარი კვიპროსი, რომ "აახია" სად იყო დასავლეთი? საბერძნეთი ხომ ალიანსის წევრიც იყო და ყველა ევროსტრუქტურის?
ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით გვითხრეს: "2030 წლამდე თქვენი მიღების თემა დახურულიაო"! მაშ რაში ადანაშაულებთ ხელისუფლებას? პრემიერმა გააკეთა სრულიად სწორი სვლა. კობახიძეს, რომ ეთქვა ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთანო, მაშინ ეს არ მოგეწონებოდათ და იტყოდით: სათანადოდ არ მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებითო!
ეს ის ევროკავშირია ერთმანეთში, რომ ვერ თანხმდებიან და თქვენ რაღას დააფრიალებთ ევროკავშირის დროშას.

მობეზრდათ ევროპელებსაც ამერიკელების მენტორული და უფროსი ძმის მიდგომა და უკვე ღიად დაიწყეს პროტესტის გამოთქმა.

ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-ლუკ მელანშონი:



ასე, რომ "სოროსის" და ათასი მამაძაღლის მიერ დაფინანსებულებო, ქვეყნის მტრობას თავი დაანებეთ და სანამ არ გადახტებით "ჰოპლას" ნუ დაიძახებთ.
კარგად ვნახე აშშ- ევროკავშირის მიერ "დაცული" უკრაინა და მტერს არ ვუსურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას.

აშშ-მ ბევრგან დაიწყო ომი, მაგრამ მანახეთ ერთი მის მიერ ღირსეულად დამთავრებული ომი, ვიეტნამიდან ისე გაიქცა მოკავშირეები არც კი გახსენებია. გაიქცა ავღანეთიდან, გაიქცა ერაყიდან. ჩვენ მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს გვეძახდა და რამდენიმე ათეული "ჯაველინის" გარდა პრაქტიკულად არაფერი ისეთი არ მოუცია, რომელიც თუნდაც შემაკავებელ ფაქტორს შქმნიდა თუნდაც რეგიონალური ომის შემთხვევაში.
ასე, რომ აშშ არაა სანდო პარტნიორი და საქართველოში აშშ-ს სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები ამიტომაც იმეორებენ თუთიყუშებივით იმას, რასაც ამერიკელები ჩასძახებენ!!!


0
170
2-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0