x
მეტი
  • 15.01.2025
  • სტატია:139387
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512693
"ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვისაუბრე ამ სქემაზე, ა ბატონო"- რა სქემაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც იმ "ზოგიერთ" ადამიანს უძღვნის, ვისაც ნიკა გილაურის ძმის, ირაკლი გილაურის დასანქცირებულთა სიაში მოხვედრა გაუკვირდა:


"ახლა რომ გაუკვირდა "ზოგიერთს" ნიკა გილაურის ძმის ირაკლი გილაურის ( ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობის გამო) დასასანქცირებელთა სიაში ყოფნა -უიო გაიკვირვეს ????ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვისაუბრე ტვ ფორმულას ეთერში ამ სქემაზე, ა ბატონო არქივი ✌️"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ჩარკვიანმა ჯერ კიდევ 2023 წელს, გილაურის, ივანიშვილის და მელიას შეთანხმებაზე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. გთავაზობთ გადაცემის ლინკს, სადაც შეგიძლიათ აღნიშნული განცხადების მოსმენა.


https://www.facebook.com/tamar.buchukuri.1/videos/580510401560514



"რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებასა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ მას.


ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, რომელთა შორის ასევე გახლავთ ნიკა გილაურის ძმა, ირაკლი გილაურიც.












0
424
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
424