x
მეტი
  • 13.01.2025
  • სტატია:139363
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512679
სინტია - თოჯინა, რომლისაც მერილინ მონროს შურდა
ეს ეფექტური ქერათმიანი ქალი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ 1930-იანი წლების ბევრ ფოტოზე, სევდიანი თვალებით და ყინულოვანი სილამაზით გვხიბლავს. და არაფერია გასაკვირი. ეს ხომ თოჯინაა!



თოჯინა, რომელიც კაცებს აგიჟებდა და ქალებს მიბაძვას აიძულებდა. მე-20 საუკუნის ხალხი შეესწრო ნამდვილ მითს პიგმალიონის და გალათეას შესახებ, რადგან სინტია მის შემქმნელს შეუყვარდა.



image



სინტია შექმნისთანავე გახდა სილამაზის ეტალონი, რომელსაც, როგორც ამბობენ, თავად მერილინ მონრო ჰბაძავდა. თუმცა თავიდან სინტია იყო მხოლოდ მანეკენი, რომელიც ლესტერ გაბამ 1936 წელს შექმნა.



ლამაზმანის დაბადება


1936 წელს მოქანდაკე ლესტერ გაბამ მიიღო შეკვეთა, შეექმნა მანეკენი Saks Fifth Avenue-ის უნივერმაღისთვის. გაბამ შექმნა „სინტია“ - პლასტმასის მანეკენი მჯდომარე პოზაში. მოქანდაკე ნიჭიერი იყო და მანეკენი საოცრად ჰგავდა ცოცხალ ქალს.



imageსახის შერჩევა სინტიასთვის, 1937 წელი.



imageსინტიას ნაწილი, 1937 წელი.



მხატვრის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და თოჯინამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ლესტერი თავისი შემოქმედებით იმდენად ამაყობდა, რომ სინტია დაჰყავდა მაღალი წრის წვეულებებზე. ფიგურას შეეძლო იდაყვების და მუხლების მოხრა, სიგარეტის ხელში დაჭერა. გაბა სინტიასთან ერთად დადიოდა ოპერაში, კლუბში და სხვა საჯარო ადგილებში.



imageლესტერ გაბა სადილობს სინტიასთან ერთად ნიუ-იორკის რესტორანში Marguery, 1937 წელი.



თავიდან ეს ყველას ართობდა, მაგრამ ლესტერმა თვითირონია და ზომიერების გრძნობა დაკარგა, თამაში გაჭიანურდა. სინტიასთან რომანმა კლინიკური ფორმები მიიღო, ბევრი გავლენიანი ადამიანი და მეგობარი გაბას ჩამოშორდა.



გაგას გოგონა მსოფლიოს იპყრობს

მანეკენმა მყისიერად დაიპყრო ნიუ-იორკი და ამერიკა, შემდეგ ევროპა სახელით Gaba-girls (გაბას გოგო). Cartier და Tiffany მას ჩუქნიდა სამკაულებს, ის გამოჩნდა Life Magazine-ის გარეკანზე, საუკეთესო დიზაინერები მისთვის კერავდნენ სამოსს, სპეციალურად მისთვის ჯავშნიდნენ საუკეთესო ადგილს მეტროპილიტენ ოპერაში.



imageმაკიაჟი სინტიასთვის, 1937 წელი.



imageსინტია სილამაზის სალონში, 1937 წელი.



სინტიამ ნამდვილი აღიარება 1937 წელს მოიპოვა, როდესაც ჟურნალმა „Life“ გამოაქვეყნა მისი ფოტოების ნაკრები. ის გახდა თოქ-შოუს წამყვანიც და ითამაშა ფილმში. სინტიას კარიერის მწვერვალი გახდა უოლის სიმპსონის და ედუარდ VIII-ის ქორწილში მიწვევა.



imageლესტერ გაბა ასწორებს თავისი მანეკენის დეტალს, 1937 წელი.



imageსამოსების მოზომება, 1937 წელი.



სინტია იღებდა ტონობით წერილს ფანებისგან. გაზეთში საკუთარი სვეტიც ჰქონდა და რადიოში მუშაობდა. თავად ალფრედ ეინზშტადმა მისთვის ფოტოსესია მოაწყო.



იდეალური ქერათმიანი ქალის მაგალითი

imageლესტერ გაბა და მისი შემოქმედება, 1937 წელი.



გაბას შემოქმედება არ იყო ცივი, მიუწვდომელი დედოფალი ბერძნული პროფილით, რომელიც ანათებს თავის სილამაზეს ვიტრინის შორეული სიღრმიდან, არამედ მოარშიყე ქერათმიანი ქალი მერილინ მონროს სტილში.



რა თქმა უნდა, იმ წლებში არავინ იცოდა ასეთი მსახიობის შესახებ და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიაღწია მერილინმა მოგვიანებით ასეთ წარმოუდგენელ წარმატებას: იგი აშკარად ერგებოდა ამერიკელების წარმოდგენას იდეალური ქალის შესახებ. უფრო მეტიც, მისი იმიჯი ნაწილობრივ სინტიასგან იყო აღებული.



imageმანიკიური სინტიასთვის, 1937 წელი.



სიყვარული და სიკვდილი

imageსინტია ისვენებს ლესტერ გაბას ბინაში ნიუ-იორკში, 1937 წელი.



ლესტერ გაბას იმდენად შეუყვარდა სინტია, რომ მას ცოცხალი ქალივით ეპყრობოდა. ირწმუნებოდა, რომ მას ლარინგიტი ჰქონდა და ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ ლაპარაკობდა.



imageლესტერ გაბა და სინტია, 1937 წელი.



imageსინტიას გარდერობი, 1937 წელი.



1942 წელს ლესტერი ჯარში გაიწვიეს და მან სინტია დედასთან გააგზავნა. ყველაზე საინტერესოა, რომ როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად სინტია გატყდა (სილამაზის სალონში ვიზიტის დროს), ლესტერს შვებულება მისცეს. 1953 წელს სინტია აღადგინეს, მაგრამ ჯადოქრობა დასრულდა და საბოლოოდ გავიდა პენსიაზე.



imageლესტერ გაბა და სინტია ნიუ-იორკის ტრანსპორტში, 1937 წელი.



imageსინტია ტურისტულ ავტობუსში, 1937 წელი.



imageლესტერ გაბა და სინტია კლუბში „Stork“, ნიუ-იორკში, 1937 წელი.



imageსინტია ბარში, 1937 წელი.



imageბრანჩი მწერლის ტირი ზამტერ უინსლოუს სახლში, 1937 წელი.



imageსინტია რესტორანში, 1937 წელი.



imageლესტერ გაბას სინტია ხელში ჰყავს აყვანილი, 1937 წელი.



imageსინტია და ლესტერ გაბა თეატრის ლოჟაში, 1939 წელი.



imageბროდვეის თეატრში, ნიუ-იორკში, 1939 წელი.



ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო?

კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა

ჯენის დიკინსონის ცხოვრების ისტორია – სკანდალური ჯადოქარი და მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი

ლამაზმანი ივ მეიერი – ბრწყინვალე ცხოვრება ტრაგიკული დასასრულით

მარგალიტი სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიიდან: ნენა ფონ შლებრიუგე, უმა თურმანის დედა

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
128