ქალი და მამაკაცი სკანდალურმა პორნომოდელმა ბონი ბლუმ კაფეს მოლარესთან სე@სი სცადა და მოულოდნელად უარი მიიღო(ვიდეო) დღეს, 14:08 სკანდალურმა პორნომოდელმა ბონი ბლუმ კაფეს მოლარესთან სექსი სცადა და მოულოდნელად უარი მიიღო. ამის შესახებ Daily Mail წერს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოდელი რესტორნების ქსელის Five Guys-ის ერთ-ერთ ფილიალში შედის. იგი მიუახლოვდა ახალგაზრდა მოლარეს, ჰკითხა, იყო თუ არა ის "მენიუში", შემდეგ კი შესთავაზა მას განცალკევება. ახალგაზრდამ უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს მოხდეს. ქრისტიანი ვარ და მალე ვქორწინდები. სიმართლე გითხრათ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ყველაფერი მესიზმრება”. ამის შემდეგ მოდელმა კიდევ სცადა ახალგაზრდა მამაკაცის დაყოლიება, შემდეგ კი თქვა, რომ დაწესებულებამ სახელი უნდა შეიცვალოს (Five Guys - "ხუთი ბიჭი" ინგლისურად) და "ტყუილად გაეხარდა ნაადრევად". სოციალური მედიის მომხმარებლებმა, რომლებმაც ვიდეორგოლი ნახეს, მოლარე უხამსი შეთავაზებაზე რეაგირებისთვის შეაქეს და პორნომოდელის ქმედებებს უცნაური უწოდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავად ვიდეოს მონაწილე გამოჩნდა კომენტარებში და თქვა, რომ ბონი ბლუს არ უკითხავს მისთვის წლოვანება, თუმცა ის ადრე ირწმუნებოდა, რომ ის ყოველთვის სთხოვს თავის შემთხვევით პარტნიორებს პირადობის მოწმობებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სრულწლოვანნი არიან. "თავიდან მე მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ მან არ მკითხა, რამდენი წლის ვიყავი, არც გადაღებისთვის ნებართვა აიღო და დაჟინებით მაძალებდა მას შემდეგ, რაც მე ვუთხარი უარი", - განმარტა მოლარემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, „შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო“. ბონი ბლუზე არა ერთხელ ვწერდით, ის ცნობილი სკანდალური სექს მარათონების წყალობით გახდა, რომლის დროსაც კამერის წინ სექსი ჰქონდა სკოლის კურსდამთავრებულებთან და სტუდენტებთან, შემდეგ კი ვიდეოებს მის OnlyFans გვერდზე აქვეყნებს, რითაც სოლიდურ თანხას შოულობს. მოდელი ამტკიცებს, რომ ამოწმებს თითოეული პარტნიორის პირადობის მოწმობას და იღებს ნებართვას, რომ განათავსოს კადრები ინტერნეტში. 136 1-ს მოსწონს
|