საზოგადოება პორნჰაბმა 2024 წელი შეაჯამა - რას უყურებდნენ საქართველოში წელს ყველაზე მეტად? გუშინ, 22:12 . ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორნოგრაფიული საიტი, Pornhub-ი ყოველი წლის დეკემბერში შემაჯამებელ სატატისტიკას აქვეყნებს - აღნიშნული "ტრადიცია", პორნოსაიტმა 2013 წლიდან დაიწყო სადაც ის ერთიანად, დამუშავებული ფორმით აწვდის მკითხველს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ან ინარჩუნებს მისი აუდიტორია სამომხმარებლო ტენდენციებს წლის მანძილზე. . საიტის 11 წლიანი სტატისტიკური ანგარიშების ისტორიაში, საქართველო პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამ წელს, საქართველოდან პორნოსაიტზე შემავალი ტრაფიკი (ამ შემთხვევაში, ქართველი მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დრო) ჯამში 7 წუთსა და 11 წამს შეადგენდა, რამაც სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა "უმოკლესი ხანგრძლივობის" სეგმენტში შეიყვანა. . რაც შეეხება პორნო კატეგორიებისადმი მოთხოვნის ზრდას - 2016 წელს ჩვენი ქვეყანა პირველად გამოჩნდა Pornhub-ის რუკაზე. 2016-2017-2018-2019-2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი, ლესბოსური პორნო იყო. ასევე, 2016 წელს საიტმა ქალი მომხმარებლების ზრდა დააფიქსირა - ზრდის ნიშნული ჯამში 50%-ს შეადგენს, რის პარალელურადაც საქართველო მაღალ კოეფიციენტურ ზონაშია დაფიქსირებული. . 2023 წელს ქართველი მომხმარებლის პრეფერენციები შეიცვალა - ამ წელს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ჟანრი Reality კატეგორია გამოდგა - რეალითი ჟანრი გულისხმობს დადგმულ, ე.წ. "რეალურ" სიტუაციებს (მაგ. ექიმთან ვიზიტი, მეზობლების წვეულება და ა.შ.) ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მოთხოვნა Hentai კატეგორიაზე იყო, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე, გავიდა MILF და Lesbian კატეგორიები. . 2024 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა MILF (ასაკით უფროსი ქალები) და Anal პორნო კატეგორიების მიმართ. რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს - მისი ყურადღება წელს MILF კატეგორიამ დაიმსახურა. . 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მოთხოვნა კატეგორია Hentai-ზე იყო, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდა MILF და Lesbian. 84 შეფასება არ არის
|