საზოგადოება
"ისევ ქოც-პროპაგანდის მხილებისათვის .... რა ხდება სიმამდვილეში. ვაახ ბიჯოოო"- რას წერს გიორგი ფოფხაძე
გუშინ, 9:43
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართულ ოცნებას" სიცრუეში ამხელს. გიორგი ფოფხაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"ისევ ქოც-პროპაგანდის მხილებისათვის.. მოკლედ რამოდენიმე დღეა ქოცოვიზიები და ქოცმპოსტავები დაათრევენ “ნიუსს” იმის შესახებ რომ თურმე ნუ იტყვით და ფრანგულ მემარჯვენე -ცენტრისტულ გაზეთ Le figaro -ს ჩაუტარებია გამოკითხვა და. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლისთვის რესპონდენტთა 61% დაუჭერია მხარი…
ახლა რა ხდება სიმამდვილეში. ასეთი გამოკითხვები საფრანგეთში სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრების მიერ ყოველ წელს ტარდება და სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც საძიებო სისტემა Google გვეუბნება. 2023 წელს მსგავსი გამოკითხვა ჩაუტარებია საკმაოდ პოპულარულ ფრანგულ სოციოლოგიურ კომპანიას “ელაბე” (Elabe) და მაშინ პრეზიდენტ მაკრონის გადადგომისთვის მხარი რამდენს დაუჭერია იცით? გითხრათ?
გამოკითხულთა 63 %..
ქართული ოცნება, რავა ყველაფერი უნდა გააყალბოთ თქვენ?.. არა და მერე ყველაფერში რომ გიჭერენ და თქვენ ტყუილს რო მოკლე ფეხები აქვს ვერ ხედავთ?…
ვაახ ბიჯოოო, ბიჯოოო, ბიჯოოო გააღეთ ფანჯარა, გადაიხედეთ 21 საუკუნეა, ინტერნეტის და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა."- წერს გიორგი ფოფხაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.