x
მეტი
  • 05.01.2025
  • სტატია:139208
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
2024 წელს დემონსტრაციებზე და სტუდიებში გადაღებული კადრები, რომლის მნახველი ქართველები წესით უნდა ვტიროდეთ

image
შარშანდელმა წელმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის ინტელექტის დაბალმა მაჩვენებელმა, ჟურნალისტად წოდებულების სასაცილო "იაღლიშებმა", საქართველოს უმთავრეს გამზირზე ექსტრემისტების ვანდალიზმა და შეურაცხადობის სტადიამდე მისული ახალგაზრდების და პოლიტიკოსების ქმედებებმა.
მე სიცილი ვერ შევიკავე პირველ ეტაპზე, როცა ვუყურე ვიდეოს, სადაც ეს ბედოვლათები არიან ფართო სპექტრით წარმოდგენილი, მაგრამ შემდეგ უკვე გავიაზრე რამხელა საფრთხის წინაშე დადგება ქვეყნის მომავალი თუ ამათ ჩავუგდებთ ხელში ძალაუფლებას.
იცით რა მოხდება? სააკაშვილის რეჟიმი მონაგონი იქნება, შეიქმნება სიტუაცია როცა ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი ჩემი ჩათვლით ქუჩაში გამოვა და ეს ძალად დასავლეთზე მოღრიალე საზოგადოების ნაწილს ადგილს მიუჩენს, ოღონდ არა ცემატყეპით, არამედ ჩვენი რაოდენობის მასშტაბების დემონსტრირებით, როცა ეს გონებადახშული მასა მიხვდება, რომ საქართველოს ამათ ხელში არ დავტოვებთ და იბერიელთა მოდგმას ამ მანქურთებს არ გავანადგურებინებთ.
გადახედავ აქ წარმოდგენილი ადამიანების საუბრის მანერას და ხვდები, მადლობა ღმერთს ქვეყნის 20%-ი კი არა მთელი ქვეყანა, რომ არ დავკარგეთ.
არა და დღესაცაა საფრთხე რევანშისტი ოპოზიციის ლობისტების აგრესიული განცხადებებიდან გამომდინარე, რომ მზაკვრული გეგმები ჯერ კიდევ ძალაშია, ომის პარტია მზადაა პროვოკაციებისათვის და რაც ქვეყნისთვის დამღუპველია-ფერადი რევოლუციისათვის.
შეხედეთ ამ ახალგაზრდებს, შეხედეთ მათ ქცევებს, მათ ინტერიუებს და მიხვდებით რა ძალასთან გვაქვს საქმე.
ესაა ქვეყნის დამანგრველი ძალა, ძალა რომელსაც არ უნდა ან ვერ იგებს "სხვის დაკრულზე ცეკვა" რამხელა საფრთხელს შეუქმნის ჩვენს სამშობლოს.

ესეც დაპირებული ვიდეო.



უბრალოდ გულდასმით მოუსმინეთ ვიდეოს პერსონაჟებს და მათ ნათქვამ სიტყვებს დაუკვირდით, გულში და გონებაში ნადების წამოცდენისას როგორი სწრაფი ტემპით ცდილობენ გამოსწორებას.

მკითხველს ბოდიშს ვუხდი ვიდეოში ცენზურის დაუცველობის გამო.

+16


5
191
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
191
  
გუშინ, 14:20
ხონშიც, რომ არ მიიღებენ ისეთებია...
ჩვეულებრივი საგიჟეთია :D
3 იანვარი, 17:33
ნამდვილად, "ქრინჯის" ფენომენით ცნობილი გრძნობა დაგეუფლება ამათ შემხედვარეს.
3 იანვარი, 17:29
ამათ დანახვაზე ავლიპი ხელებს გაასავსავებდა, არა ბიძია მე ამათ ვერ ვუშველიო!
3 იანვარი, 17:28
ესპანური სირცხვილით მრცხვენია ნუთუ ესენი ქართველები არიან. დასავლური დემოკრატიის პროდუქტი, სასუქად გადასამუშავებელი მასა.
0 1 5