საქართველო "გავგიჟდი, კაცო, ამ ქვეყანას ისევ ჩათლ@@თა ნაშიერები ეპოტინებიან!"-გელა ზედელაშვილი 3 იანვარი, 13:54 "იიიიიიიი! მამამისი ლევანაც ეგრე იძახდა, ეს ქვეყანა ჩემია, არავის დავუთმობ, ვინც შემეწინააღმდეგება, ზოგს დავხვრეტ, ზოგს ჩამოვახრჩობო, მაგრამ ბოლოს ისე გადავიდა დაუკრეფავში, იქით დახვრიტეს!
ჰოდა, ახლა ლანა ლევანოვნა გვეუბნება, ამ საქართველოს მაინც არავის დაგითმობთო, გეგონება მამამისმა დაუტოვა ანდერძით.
კი დაუწერდა რევკომის თავმჯდომარე ლევანა ანდერძს, მაგრამ ახლა ხომ სხვა დროა? ახლა ხომ ლანა ლევანოვნას არც მაუზერი აქვს, არც “ფიშტო'', არც ტყავის ქურთუკი? ნუ, ახლა, შეიძლება ტყავის ქურთუკი იშოვოს, მაგრამ მაუზერი? “ფიშტო''? ზარბაზანი? პულიმიოტი? ხიშტი? ავტომატი?
ზვიად გამსახურდიას დროს იშოვა, ისროლა, ეს საქართველო თავზე დაიმხო, იცეკვა კიდევაც, თითქოს უნდა დაწყნარებულიყო, მიყუჩებულიყო, მაგრამ არა, გენეტიკა ვერ ისვენებს, სისხლი დუღს, მისი ორგანიზმი მსხვერპლს ითხოვს, კიდე უნდა, მაგრამ იმას აღარ უყურებს, რომ ახლა სხვა დროა, ახლა ფეხებსაც ვეღარავის მოსჭამს. ვიცი, განიცდის, იტანჯება, ბორგავს, მაგრამ რა ჩემი ბრალია, თუკი ახლა სხვა დროა და თუკი ახლა ფეხებსაც ვეღარ მოგვჭამს?!
აი, ამაშია საქმე!
მამამისმა კი დაუბარა, ეგ საქართველო არავის დაუთმოო, მაგრამ ჩვენც ხომ დაგვიბარეს წინაპრებმა, ბოლშევიკ ლევან ღოღობერიძის ნაშიერს არაფერი დაუთმოთო?
ეჰ, კი იბაირამა ლანა ლევანოვნამ სუსურუკუში, კი დაიკიდა ყველა საბჭოთა “მენდალი'' მკერდზე, მაგრამ მორჩა კინო, დამთავრდა, წავიდა, ჰეეეეე, ის ცხოვრება აღარ არიიიიი!
გავგიჟდი, კაცო, ამ ქვეყანას ისევ ჩათლახთა ნაშიერები ეპოტინებიან!"-წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსთაველზე 31 დეკემბრის ღამის აქციას, სადაც ათასობით მოქალაქე ახალ წელს ერთად შეხვდა, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ასე გამოეხმაურა:
"მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო! და მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის!
ასე, სამართლიანობისთვის ბრძოლაში განწმენდილი ქართველები – ერთობით, სიამაყით, სიხარულით შევხვდით 2025 წელს, რომელიც ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!“ 174 4-ს მოსწონს
|