x
მეტი
  • 05.01.2025
  • სტატია:139206
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
ახალ წელს მილიონობით ადამიანები უყურებენ ერთი და იგივე ფილმებს - რატომ აკეთებენ ამას და ეს ნორმალურია თუ არა?
image

საახალწლო არდადეგებზე მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში უყურებს ერთსა და იმავე ფილმებს. ეს შეიძლება იყოს ძველი ჰოლივუდური კომედიები, როგორიცაა "მარტო სახლში", "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ან საშობაო ფილმი "ეს მშვენიერი ცხოვრება"ან პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთი კინოკლასიკა, როგორიცაა, "ბედის ირონია" ან "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას"ან ჩვენში ისეთი ქართული ფილმები, როგორიცაა "მხიარული რომანი", "უდიპლომო სასიძო", "კუჩხი ბედინერი" და ა. შ.


ეს ფილმები განსხვავდება ჟანრითა და შინაარსით, მაგრამ მილიონობით ადამიანის განწყობას ამაღლებს და ეხმარება სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაში.


ექსპერტებიმა დაადგინეს, საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია და ნორმალურია თუ არა ერთი და იგივე კომედიებზე სიცილი წლიდან წლამდე?



როგორ ხსნიან მეცნიერები ერთი და იგივე ფილმების ხელახლა ყურების ჩვევას?



რელიგიიის და კინომცოდნეობის პროფესორის ს. ბრენტ პლეიტის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფილმები ბედნიერი დასასრულით ხალხს ახსენებს, რომ სამყაროში ყოველთვის არის ადგილი რაღაც კარგისთვის. შობა-ახალი წლის დღეებში მათი ყურების სურვილი ერთ-ერთი საშუალებაა გახალისდნენ და თავი დააღწიოთ მძიმე სტრესს, რომელიც გამოწვეულია დამქანცველი სამუშაოთი, წინასადღესასწაულო აურზაურით, უამინდობით და მოკლე დღით.


ასევე, ადამიანები ისევ და ისევ უბრუნდებიან ფილმებს, რომელიც საახალწლო განწყობას ქმნის.რათა კიდევ ერთხელ განიცადონ პირველი ნახვის დროს მიღებული დადებითი ემოციები. წარსულის სენტიმენტალური მოგონებები და ასოციაციები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სურათებთან, აქვს თერაპიული ეფექტი და ეხმარება ყურადღების გადატანას ოჯახურ ფასეულობებზე და ოჯახურ კავშირებზე. გარდა ამისა, განმეორებითი ნახვის დროს სიუჟეტის პროგნოზირებადობა ხელს უწყობს ემოციური ფონის სტაბილიზაციას, ვინაიდან ადამიანის ტვინი უკვე ნაცნობ შაბლონებში სიმშვიდეს პოულობს.


„როდესაც ჩვენ ვუყურებთ ძველ საყვარელ ფილმს, ჩვენ ვიღებთ დამატებით ჯილდოს იმ ემოციური მოგზაურობის მოლოდინში, რომელიც უკვე განვიცადეთ“, - ნათქვამია გერმანელი მეცნიერების კვლევაში მაქს პლანკის ემპირიული ესთეტიკის ინსტიტუტიდან.


უფრო მეტიც, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კინოთერაპია საკმაოდ ეფექტური ფსიქოლოგიური მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს რეფლექსიის საშუალებით ისწავლოს ემოციების კონტროლი.

0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0