x
მეტი
  • 01.01.2025
  • სტატია:139146
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
"ხალხნო, ასეთი არაფერი მინახავს!"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ხალხნო ტექსტს ძლივს კითხულობს, ეს ყაველაშვილი, ასეთი არაფერი მინახავს! მხოლოდ გინება იცის და შეუძლია, ეტყობა “მოკლეა” გინების ტექსტი და უიოლდება ამოთქმა !!!????


კაცო, ვერ წააკითხეთ რამდენჯერმე, ვერ ამეცადინეთ თითის გაყოლებით, ვითომ პირველ კლასშია??


მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ პირველში არა, ნულ -0 “კლასშია"– ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ დღეს, "ქართულმა ოცნებამ" ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გამართა. ხანმოკლე ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა. ინაუგურაციას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა მათი ახალი მთავარსარდლის ფიცის დადებას. ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ტრადიციის დარღვევით, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მხოლოდ ქართული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ევროკავშირის დროშები არსად ჩანდა.








0
301
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
301