x
მეტი
  • 01.01.2025
  • სტატია:139146
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
კაბრიოლეტი VW Golf -ი მფლობელს შეძენიდან 37 წლის შემდეგ მიაწოდეს
image
Volkswagen-მა გააზიარა 1987 წლის VW Golf კაბრიოლეტის მფლობელის, შარლინ ჯონსონის, უჩვეულო ისტორია. ამერიკელმა შეუკვეთა ახალი მანქანა ევროპიდან და იმედი ჰქონდა მწარმოებლის დახმარების, რომ კაბრიოლეტს ოკეანის გაღმა გააგზავნიდა. მაგრამ ისეთი გარემოებები შეიქმნა, რომ "გოლფმა" კონცერნი Volkswagen-ის შუამავლობით ატლანტის ოკეანე მხოლოდ 37 წლის შემდეგ გადალახა.


შარლინ ჯონსონის მიერ მანქანის შეკვეთა ევროპაში და არა ადგილობრივი დილერისგან ყიდვა, აიხსნება კონცერნის იმ დროისთვის არსებული სერვისით. თქვენ შეგეძლოთ პირადად ქარხნიდან გეყიდათ მანქანა და გარკვეული დრო გემოგზაურათ, რის შემდეგაც Volkswagen-ი იღებდა ვალდებულებას შენაძენის მიტანას მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილამდე.


1987 წელს შარლინი გადავიდა აშშ-დან ნიდერლანდებში, რათა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუშავა მასწავლებლად და გამოიყენა ეს პროგრამა ახალი "გოლფის" შესაძენად. თუმცა, იგი არ დაბრუნებულა შტატებში, ევროპაში დარჩა 2024 წლამდე. მისი თქმით, მას სიტყვასიტყვით შეუყვარდა მანქანა: კაბრიოლეტი შეესწრო მის ქორწილს, მოგვიანებით შარლინმა და მისმა ქმარმა ამ მანქანით თითქმის მთელ ევროპა შემოიარეს, მათმა შვილებმა კი ამ "გოლფზე" იწავლეს მანქანის მართვა.

image


2024 წელს შარლინ ჯონსონი პენსიაზე გავიდა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მას შენახული ჰქონდა მანქანის ყველა დოკუმენტი, ამიტომ გარისკა და დაუკავშირდა Volkswagen-ის მიტანის სერვისს, რომელიც არც არასდროს გამოუყენებია .


კომპანიაზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა VW Golf-ის მფლობელის ისტორიამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა 2000-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა, მათ გადაწყვიტეს დახმარება.


მანქანა გემით გადაიყვანეს ჰიუსტონში, იქიდან კი შარლინ ჯონსონის სახლში, მონტანაში.


VW-ის ამერიკული ფილიალის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მისი დამამზადებლები არა მხოლოდ კაბრიოლეტის და მისი მფლობელის ისტორიას ყვებიან, არამედ აჩვენებენ საარქივო ოჯახურ ფოტოებს და ამბის ავთენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.


0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0